საეკლესიო არქიტექტურის
(ხუროთმოძღვრების) კათედრა ხელს უწყობს, სტუდენტებისთვის ღრმა
თეორიული ცოდნის გადაცემას და მათში პროფესიული ჩვევების
განვითარებას.
კათედრა აწარმოებს სამეცნიერო
კვლევას. მისი მიზანია მართლამდიდებლური ქრისტიანული ხუროთმოძღვრების
კოორდინაცია, კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრაცია ადგილობრივ
პროგრამებსა და პროექტებში, თემატური ტენდენციების შექმნა
საერთაშორისო და ადგილობრივ მედიაში ქართული ეროვნული არქიტექტურის
ანალიზისა და პოპულარიზაციის მიზნით. კათედრის პრიორიტეტი
აგრეთვე არის საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა - სპეციალიზებული
გამოფენების მოწყობა საქართველოსა და საზღვარგარეთ, პროფესიული
კავშირების ამოქმედება ქრისტიანულ სამყაროში, შესაბამისი
მოქმედი სტრუქტურებით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებით,
უნივერსიტეტებით, ინსტიტუტებითა და დონორი ორგანიზაციებით.
საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) კათედრის ხელმძღვანელი
დეკანოზი ბესარიონ მენაბდე
სიონისქ. 13/40, თბილისი
0105, საქართველო
ტელ: (+995 32) 2 18
16 81
ელ. ფოსტა:
b.menabde@academia.edu.ge
ვებგვერდი:
www.tsas.ge
თანაშემწე
დეკორატიული ხელოვნების მხატვარ-დიზაინერი ნიკოლოზ დადიანი
სიონისქ. 13/40, თბილისი
0105, საქართველო
ტელ: (+995 32) 2 18
16 81
ელ. ფოსტა:
n.dadiani@academia.edu.ge
ვებგვერდი:
www.tsas.ge
საეკლესიო არქიტექტურის
(ხუროთმოძღვრების) კათედრის საგნობრივი მიმართულებებია:
მსოფლიო ხელოვნების ისტორია, არქიტექტურული გრაფიკა, ხატწერა, ქართული
ხელოვნების ისტორია, საეკლესიო მხატვრობა, არქიტექტურული ესკიზი,
კომპიუტერული გრაფიკა, სივრიცის მოდელირება და კომპოზიცია,
არქიტექტურული დაპროექტება (რესტავრაცია-რეკონსტრუქცია),
არქიტექტურული დაპროექტება, სასოფლო დაგეგმარების საფუძვლები, საშენი
მასალა და ტექნოლოგიები, სამშენებლო კონსტრუქციები, საინჟინრო
ქსელები, გეოდეზია და ტოპოგრაფია, საინჟინრო ფიზიკა,
არქეოლოგია.