საქართველოს ისტორიის კათედრა

 
საქართველოს ისტორიის კათედრა ხელს უწყობს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის, ზოგადი ეკლესიების ისტორიის, ბიზანტინოლოგიის კურსის სწავლების ეფექტურად განხორციელებას. სასწავლებლის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხებს, რელიგიურ-კონფესიურ პრობლემატიკას, შუა საუკუნეებში ერთიანი ქართული ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესს და მასში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს თანამედროვე ეტაპზე ერთიანი ქართული ეროვნული ცნობიერების და ღირებულებების დაცვის საქმეში. 

საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი 

ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი სერგო ვარდოსანიძე
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ელ. ფოსტა: sergo.vardosanidze@academia.edu.ge
ვებგვერდი: www.tsas.ge
 
თანაშემწე

ისტორიის დოქტორი გიორგი მაისურაძე
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ: (+995) 555 46 76 41
ელ. ფოსტა: giorgi.maisuradze@academia.edu.ge
ვებგვერდი: www.tsas.ge
 
საქართველოს ისტორიის კათედრის საგნობრივი მიმართულებებია: საქართველოს ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, ბიზანტიოლოგია, შუა საუკუნეების ევროპა და რეფორმაცია.