ქართული ხალხური სიმღერა ბატონ ანზორს ბაბუამ, ცნობილმა ლოტბარმა და მგალობელმა, არტემ ერქომაიშვილმა შეაყვარა. ბაბუის საქმის ერთგულმა გამგრძელებელმა არაერთი თაობა აღზარდა. ანზორ ერქომაიშვილი საეკლესიო საგალობლების აღდგენა-ჩაწერას ჯერ კიდევ მაშინ შეუდგა, როცა საბჭოეთის იდეოლოგია ეკლესიურ ცხოვრებას კრძალავდა. საგალობლების სამსახურმა იგი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემიანარიასაც დაუკავშირა, სადაც წლების განმავლობაში ზრდიდა ამ დიდი საქმის გამგრძელებლებს.
თბილისის სასულიერო აკადემია და
სემინარია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილის,
უბადლო ფოლკლორისტის - ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო და
თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და სრულიად საქართველოს.