91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის და, პირადად, რექტორის - პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის სახელით ვუსამძიმრებთ ბატონი თამაზის ოჯახს, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და მთელ ქართულ საზოგადოებას ამ უდიდეს დანაკლისს.

თამაზ გამყრელიძე წლების მანძილზე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს, იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგე.

ბატონი თამაზის კვლევის სფერო იყო ძველი აღმოსავლური, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური  ენების სტრუქტურა, აგრეთვე, თეორიული ენათმეცნიერება. მისი ფუნდამენტური ნაშრომები ფართოდ არის  აღიარებული როგორც საქართველოში,  ასევე, უცხოეთში. იგი იყო ევროპის ლინგვისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, რამდენიმე დასავლური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, უცხოეთის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ამერიკის ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის ნამდვილი წევრი, ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი...
 
10.02.2021