მილოცვა

 
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი და პროფესორი გია ხატისაშვილი  საქართველოს პრეზიდენტის  განკარგულებით საქართველოს 2020 წლის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდნენ. მეცნიერებმა პრემიის ლაურეატობა დაიმსახურეს ერთობლივი ნაშრომისათვის: „დეტოქსიკაციის ბიოქიმიური მექანიზმები უმაღლეს მცენარეებში, ფიტორემედიაციის საფუძველი“.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის და, პირადად, რექტორის - პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის სახელით ვულოცავთ სახელოვან მეცნიერებს ამ დიდ და დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს  მეცნიერებისა და ქვეყნის სამსახურში!
 
30.01.2021