საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება:
საეკლესიო არქიტექტურა (ხუროთმოძღვრება)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურის
ბაკალავრი (ხუროთმოძღვრებაში)
საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი: დეკანოზი ბესარიონ მენაბდე
პროგრამის მიზანი:
საპროექტო-გეგმარებითი
პროცესის სრული ციკლის სწავლება დასაწყისიდან (საპროექტო ამოცანის
განსაზღვრა) ობიექტის რეალიზაციის დასრულებამდე (ექსპლუატაციაში
მიღება). სწავლების პროცესში განსაზღვრულია სტუდენტების მიერ მომავალი
პროფესიის საბაზო ცოდნის შეძენა, აგრეთვე, პროექტების ექსპერტიზის და
წინასაპროექტო ანალიზის უნარების დაუფლება.
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
არქიტექტურული პროექტის დამოუკიდებლად დამუშავება მისი ყველა
სტადიის შესრულებით;
მომიჯნავე ნაწილებში თავისუფალი ორიენტაცია;
პროექტის ვიზუალიზაცია და განსახილველად წარდგენა;
საპროექტო დავალების შედგენა და დამკვეთთან შეთანხმება;
პროექტის ადმინისტრირება მისი რეალიზაციის ნებისმიერ ეტაპზე;
წინასაპროექტო ეტაპზე საწყისი (ამოსავალი) მასალის შეგროვება;
საპროექტო ნაკვეთის/ტერიტორიის კომლექსური შესწავლა-ანალიზი;
ელემენტალური კვლევითი პროცესის შესრულება და მიღებული შედეგების სისტემატიზაცია.
პროექტის განმარტებითი ბარათის მომზადება, შუალედური და შემაჯამებელი დასკვნების შედგენა საავტორო ზედამხედველობის წარმოების პროცესში;
პრეზენტაციების მომზადება სპეციალურ პროგრამებში (Power Point და სხვ.) სლაიდ-შოუს გამოყენებით;
ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშების და დასაბუთების, აგრეთვე, წინასაპროექტო ანალიზის შედგენა-დამუშავება;
სწავლის პროცესში შეძენილი გამოცდილების სისტემატიზაცია;
პირადი ელექტრონული არქივის და ბიბლიოთეკის შექმნა;
დამატებითი პროფესიონალური უნარ-ჩვევების შესაძენად სწავლების მომიჯნავე სფეროების და საქმიანი აქტივობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;
არქიტექტურულ კონკურსებში, კონფერენციებში, გამოფენებსა თუ სემინარებში მონაწილეობა.
საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) საბაკალავრო პროგრამა