ქრისტიანული ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება: ქრისტიანული ფსიქოლოგია
 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის ბაკალავრი
 
საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი: დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე

პროგრამის მიზანი:
 
პროგრამის მიზანია სტუდენტი მოამზადოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იმგვარად, რომ მან შეძლოს უპასუხოს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს, შეძლოს კვალიფიციური დახმარება გაუწიოს ქრისტიანული ეკლესიის მრევლს, მართლმადიდებლურ სკოლებსა და გიმნაზიებს. ამასთან, შეისწავლოს და პრაქტიკაში გამოიყენოს პიროვნების კვლევისა და მისი ქცევის მოდიფიკაციის მეთოდები, განიხილოს ისინი მართლმადიდებლურ ჭრილში და მოარგოს ისინი ქრისტიანული ანთროპოლოგიის პრინციპებს.

კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
 
მართლმადიდებლური მოძღვრების ჭრილში გააცნობიერონ ფსიქოლოგიის როლი და სპეციფიკა;

აითვისონ თანამედროვე ფსიქოლოგიური მიმდინარეობები, რომლებიც შეისწავლიან შემეცნებით პროცესებსა და ქცევის სტრუქტურას;

პრაქტიკულად გამოიყენონ ქრისტიანულ ფსიქოლოგიასა და ანთროპოლოგიაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება;

მცირე მასშტაბის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;

გააანალიზონ პიროვნების ქცევის თავისებურებები განსხვავებულ სიტუაციებში;

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა ფსიქოლოგიური პრობლემების შეფასება, კონსულტირება;

სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებისას ასისტენტობა;

მოძღვართან თანამშრომლობა მრევლის წევრთა ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარების მიზნით, ფსიქოლოგიური კონსულტირება; 
 
პროფესიული ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზება;

ლოგიკური მსჯელობა, დისკუსიებსა და დიალოგებში მონაწილეობა;

ანალიზისა და სინთეზის კოგნიტური უნარების რეალიზება;

ცოდნისა და გააზრების საფუძველზე გამოტანილი დასკვნების ლოგიკურად დასაბუთება და საჯაროდ წარდგენა; 
 
კოლეგებისა და არასპეციალისტებისათვის ცოდნისა თუ კვლევის შედეგების ლოგიკურად, გასაგებად და თანმიმდევრულად გადაცემა;

სპეციალისტთა ჯგუფში მუშაობა, თანამშრომლობა, პასუხისმგებლობის გონივრული წილის აღება და გადანაწილება;

ეფექტური კომუნიკაცია;

პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით;
 
საკუთარი სწავლის პროცესის მენეჯმენტი, პროფესიულ თვითგანვითარებაზე მიმართული აქტივობების განხორციელება;

პირადი სასწავლო დროისა და სასწავლო რესურსების მართვა;

სწავლის პროცესისა და შედეგის შეფასება, შემდგომი საჭიროებების განსაზღვრა;

სასწავლო ლიტერატურასთან დამოუკიდებელი მუშაობა;

თვითმოტივირება, არჩევანის გაკეთება პირადი ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით;

პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა;

მულტიკულტურულ გარემოში ტოლერანტული თანაცხოვრება და პროფესიული საქმიანობის წარმართვა დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლინების გარეშე;

კვლევებში მონაწილე ადამიანების მონაცემებისა და შედეგების ანონიმურობის შენარჩუნება;

სტიგმისა და სეგრეგაციის საპირისპიროდ ინტერგირებისა და ინკლუზიის პრინციპების გატარება;

შედეგების კეთილსინდისიერად და ხელმისაწვდომად წარმოჩენა.