საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: დაზგური
და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ნიმუშთა
რესტავრაციის ბაკალავრი
საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი: მერაბ ბუჩუკური
პროგრამის მიზანი:
სტუდენტმა შეიძინოს მონუმენტური ხატწერის რესტავრაციისათვის
საჭირო უნარები;
დაეუფლოს მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის სამუშაოების
შესრულებისათვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ჩვევებს;
პროგრამის შედგენისას გათვალისწინებულია ყველა ის
ასპექტი, რაც მას მისცემს მაქსიმალურ ცოდნას.
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ:
მონუმენტური ხატწერის ნიმუშზე საშუალო სირთულის რესტავრაცია -
კონსერავაციის ჩატარება, რომელიც დაფუძნებული იქნება თეორიულ ცოდნაზე,
მასალების ქიმიურ-ტექნოლოგიური თვისებებისა და მის პრაქტიკულად
გამოყენების უნარზე;
თეოლოგიური ცოდნისა და ხატწერა-რესტავრაციის საფუძვლების კომპლექსური საკითხების გაცნობიერება;
სწავლის პროცესში შეძენილი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების სისტემატიზაცია;
მონუმენტური ხატწერის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოთა ჩატარებისას გამოიყენონ თანამედროვე სარესტავრაციო მასალები და ტექნოლოგიები, რომელიც თავსებადი იქნება მონუმენტური ხატწერის ძველ ტექნიკასთან;
კვლევითი და საპროექტო მასალების მომზადება, დამკვეთთან შეთანხმება;
მონუმენტური ხატწერის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოთა საწყის ეტაპზე კვლევითი მონაცემების შეგროვებისას სწორი დასკვნის გამოტანა, რაც აუცილებელია სარესტავრაციო სამუშაოების წარმატებით ჩატარებისთვის;
სარესტავრაციო სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
მონუმენტური ხატწერის ნიმუშებზე წერილობითი და ფოტო-ვიდეო მასალების შეგროვება-ანალიზი და შედეგის რესტავრატორთა შერჩეული ჯგუფისათვის გაცნობა;
ერთიანი გეგმის შემუშავება და საპრეზენტაციოდ წარდგენა;
ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშების მომზადება და დასაბუთება;
პირადი ელექტრონული არქივის და ბიბლიოთეკის შექმნა;
პროფესიული დონისა და უნარ-ჩვევების ასამაღლებლად ყოველდღიური ცოდნის გაღრმავება;
კონფერენციებში, კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობა.
დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საბაკალავრო პროგრამა