28 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ეკლესიის
ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის ინიციატივით,
ყოველკვირეული სამეცნიერო მოხსენებების ფარგლებში, აკადემიის
ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა ვეფხო სუმბაძემ (ხელმძღვანელი
- მამა საბა გელაშვილი) წაიკითხა მოხსენება თემაზე: „
მოღვაწეობითი გზა სრულყოფისაკენ და განღმრთობა (წმ. თეოდორე ედესელის
სწავლათა მიხედვით).
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის პედაგოგები და სტუდენტები. მომხსენებელმა ამომწურავად
უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
