მაგისტრანტმა მოიძია, თარგმნა და დაამუშავა სამოციქულო წიგნის აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირებული ცალკეული განმარტებანი, მსგავსებისა და განსხვავების მხრივ დააჯგუფა მასალა და ძალზე საინტერესოდ წარმოადგინა.
სემინარს ესწრებოდნენ: ბიბლეისტიკის კათედრის გამგე, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი; სასულიერო აკადემიის დეკანი, დეკანოზი იოანე კვანჭიანი; ბიბლეისტიკის კათედრის წევრები და სტუდენტები.
მომხსენებელმა დამაჯერებლად უპასუხა მსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.