შეხვედრა მარინა კაჭარავასთან

შეხვედრა მარინა კაჭარავასთან

17 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას, ტრადიციული შეხვედრების ფარგლებში,  სტუმრობდა ფსიქოლოგიის დოქტორი მარინა კაჭარავა.  საჯარო ლექციის თემა იყო „მიჯაჭვულობა“.

ქ-მა მარინამ დეტალურად ისაუბრა თანამედროვე სამყაროს მთავარ გამოწვევებზე,    განხილა მიჯაჭვულობის ყველაზე გავრცელებული სახეები  - ინტერნეტდამოკიდებულება, გემბლინგი (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), სასმელდამოკიდებულება, ნარკოდამოკიდებულება, სააფთიაქო ნარკომანია, კვებითი დარღვევები... აღნიშნა, რომ ეს თუ სხვა ტიპის მანიები საუკუნის უდიდესი გამოწვევებია. მომხსენებელმა პრობლემათა დაძლევის იმ გზებზეც ისაუბრა, რომელთა საშუალებითაც ადამიანს შეუძლია გავლენა იქონიოს საკუთარ ცხოვრებასა და გარემოცვაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის  პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

მოხსენებამ მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. დაისვა საინტერესო შეკითხვები, რომლებსაც ქ-ნმა მარინამ ამომწურავად უპასუხა.
altalt

17.10.2024

FaceBook გვერდი