თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას წარმოადგენდნენ თეოლოგიის პროგრამის (ბაკალავრიატი) შემდეგი სტუდენტები: გაბრიელ ნავროზაშვილი (lll კურსი), დავით ღირსიაშვილი (lll კურსი) და გიორგი დონდუაშვილი (II კურსი). მათ ახლდათ სასულიერო სემინარიის დეკანი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. კონფერენციის მსმენელები დიდად დაინტერესდნენ ჩვენი სტუდენტების მოხსენებებით.
სხდომის ბოლოს სიტყვა გადაეცა მღვდელ გიორგი ვაშალომიძეს, რომელმაც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოკლე ისტორია და დღეს არსებული მდგომარეობა გააცნო დამსწრე საზოგადოებას, გამოთქვა იმედი მომავალში ურთიერთობის გაგრძელებისა და თანამშრომლობისა.


