ამა წლის 19-20 თებერვალს მოსკოვში, წმ. ფილარეტის საღვთისმეტყველო
ინსტიტუტში, ჩატარდა 27-ე სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კონფერენცია,
რომელშიც მონაწილეობდა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთვრებული,
პატროლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო მიმართულების III კურსის
დოქტორანტი მღვდელი იოანე ბონდარენკო თემით „წმინდა იოანე სინელის
სწავლება საღვთო სახელთა შესახებ“.
აღნიშნულმა მოხსენებამ სექციაში „ღვთისმეტყველება და ფილოსოფია“ 8
მომხსენებელს შორის პირველი ადგილი დაიკავა.