2020-2021 სასწავლო წელს, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, თბილისის
სასულიერო აკადემია და სემინარია დისტანციურ რეჟიმში სწავლის
დასაწყებად საგანგებოდ მოემზადა: პედაგოგთა ძირითადი შემადგენლობა
„აიტი აკადემია სტეპში“ გადაემზადა. შესაბამისად, დისტანციური
სწავლება ხარისხიანად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.