1. ვახტანგ ქურდაშვილის სამაგისტრო
ნაშრომი თემაზე: „წმინდა ბასილი დიდის „მარხვისათვის სიტყუაი-ა“
(წმინდა ეფრემ მცირისეული თარგმანი).
ჰომილია იმითაა უნიკალური, რომ
ქართულ ენაზე არსებობს მისი სამი თარგმანი: წინაათონური, წმ. ეფთვიმე
ათონელისა და წმ. ეფრემ მცირისა.
ნაშრომის ხელმძღვანელია ფილოლოგიის
დოქტორი, პროფესორი მაია რაფავა, ხოლო რეცენზენტი _ თეოლოგიის
დოქტორი ირაკლი ორჟონია. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელმაც,
რეცენზენტმაც და კომისიის წევრებმაც ნაშრომი დადებითად
შეაფასეს.
2. რატი სტურუას სამაგისტრო
ნაშრომი თემაზე: „წმინდა მარკოზ მონაზონის ასკეტური ეპისტოლის ძველი
ქართული თარგმანი“.
მაგისტრანტის მიზანი იყო აღნიშნული
ეპისტოლის კრიტიკული ტექსტის დადგენა და მისი ფილოლოგიურ-თეოლოგიური
ანალიზი.
ნაშრომის ხელმძღვანელია
პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიისა და თეოლოგიის
დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე, ხოლო რეცენზენტი _ თეოლოგიის
დოქტორი ირაკლი ორჟონია. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელმაც,
რეცენზენტმაც და კომისიის წევრებმაც ნაშრომი დადებითად
შეაფასეს.