2020 წლის 9 ოქტომბერს თბილისის
სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა მაგისტრატურის
კურსდამთავრებულის ვაჟა მჟავიას სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე:
„სიწმინდის განახლების წესის ძირითადი ასპექტები თანამედროვე
ღვთისმსახურებაში.“ ნაშრომი შესრულდა ლიტურგიკისა და სამოძღვრო
ღვთისმეტყველების კათედრაზე კათედრის გამგის - თეოლოგიის დოქტორის,
არქიდიაკონ დემეტრე დავითაშვილის ხელმძღვანელობით. ნაშრომის
რეცენზენტია ისტორიის დოქტორი, დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი.
სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელმაც, რეცენზენტმაც და კომისიის
წევრებმაც ნაშრომი უმაღლესი ქულით შეაფასეს.