უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა
და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტმა - ილია II-მ თბილისის სასულიერო აკადემიას მადლობა
გადაუხადა საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისთვის. ჩემი მოღვაწეობის
მთავარი მიზანი იყო მთლიანობა ქართველი ერისა, ერთობა მეცნიერებისა და
სულიერებისა და მე ვმადლობ უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია, - აღნიშნა
უწმინდესმა და უნეტარესმა.