დღეს, 2020 წლის 5 ოქტომბერს,
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს
გადაწყვეტილებით უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს - ილია II-ს თბილისის
სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა, რითაც
სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი
ზვიადაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა უწმინდესისა და
უნეტარესის მიმართ მადლიერება გამოხატეს მისი მრავალმხრივი
დამსახურებისათვის ერისა და ეკლესიის წინაშე.