მთელი ჩემი სიცოცხლე მე ვემსახურე საქართველოს ეკლესიას. მე ვმადლობ
უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია. მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა,
ჩემი სულიერი შრომისა იყო მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი
სახელმწიფოსი. ერთობა მეცნიერებისა და სულიერებისა - ეს არის მთავარი
მიზანი, აი, ამ ერთობაში ჰპოვებს ჩვენი ერი ძალას. ყველას მადლობას
მოგახსენებთ ამ დიდი წოდების მონიჭებისათვის.
დალოცვილი იყავით, ჩვენთან არს ღმერთი!