ხუთშაბათს, პირველ ოქტომბერს,
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ახალი სასწავლო წელი
იწყება. სწავლება ჯერჯერობით დისტანციურად, ელექტრონული რეჟიმით
განახლდება. ორშაბათს, 5 ოქტომბერს, 10 საათზე კი ახალ
სასწავლო წელთან დაკავშირებული პარაკლისი აღევლინება სიონის
საკათედრო ტაძარში.