თბილისის სასულიერო აკადემიასა და
სემინარიაში სინქრონული და ასინქრონული ელექტრონული მეთოდით სწავლების
დაწყებიდან გავიდა ორ კვირაზე მეტი. დისტანციური სწავლება წარმატებით
მიმდინარეობს. საკომუნიკაციო საშუალებად არჩეულ იქნა პროგრამა
Zoom-ისა და სოციალურ ქსელ Facebook-ის ონლაინ პლატფორმები. აღნიშნული
არხების დახმარებით იკითხება ვიდეო ლექციები და კეთდება მათი
ჩანაწერები, რაც სტუდენტებს ეხმარება პროგრამით
გათვალისწინებული მასალის ათვისებაში. ამასთან ერთად,
პროფესორ-მასწავლებლები ელფოსტის საშუალებით სტუდენტებს აწვდიან
ლექციის აუდიოჩანაწერებს და სალექციო კურსში შემავალ საპროგრამო
მასალას კონსპექტებისა თუ ელექტრონული წიგნების სახით
(„WeTrasnfer“-ისა და „Googl Drive“-ის გამოყენებით).