GEO
ENG

გვანცა კოპლატაძე სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აღვლენილ პარაკლისზე წარმოთქმული ქადაგების შესახებ

ღვთისადმი აღვლენილი პარაკლისის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქალბატონმა გვანცა კოპლატაძემ. აკადემიის სრულფასოვანი სტუდენტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც არა მხოლოდ ცოდნისათვის აქვს ღია გონება, არამედ  მზადაა სულიერი სწავლების მისაღებად.  რადგან სულიერების გარეშე მეცნიერება მშრალი და ნაკლებად ნაყოფიერია. პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ  სტუდენტებს უსურვა,  რომ  სასულიერო აკადემიაში მიღებული ცოდნით სამშობლოსა და ეკლესიის სამსახურში პირნათლად  იდგნენ.

17.09.2019