ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას თეოლოგიის სადოქტორო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:
· ბიბლეისტიკა:
მოდული ა) ძველი აღთქმა
მოდული ბ) ახალი აღთქმა
· დოგმატური ღვთისმეტყველება
· ლიტურგიკა
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს შემდეგი პირობებით: ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრს თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, რელიგიის კვლევების ან რელიგიათმცოდნეობის დარგში; ნებისმიერი დარგის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც უმაღლესი განათლების პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) დაძლია თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, რელიგიის კვლევების ან რელიგიათმცოდნეობის სფეროში და მინიჭებული აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობისაგან გამონაკლისს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მიმართ ერთჯერადად ადგენს სამეცნიერო საბჭო.
დოქტორანტობის კანდიდატი უნდა ფლობდეს ერთ-ერთ დასავლეთევროპულ ენას (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე, ან ფლობდეს რუსულს ან/და ახალ ბერძნულ ენას არანაკლებ B2 დონეზე და ერთ-ერთ დასავლეთევროპულ ენას (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) მინიმუმ A2 დონეზე. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული მოწმობა, რომელსაც გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება, თან უნდა ერთვოდეს დოქტორანტობის კანდიდატის განცხადებას. სხვა შემთხვევაში დოქტორანტობის კანდიდატის უცხო ენის ცოდნა დასტურდება თსას-ის მიერ სადოქტორო პროგრამაზე დაშვებისათვის ორგანიზებული უცხო ენის გამოცდის დადებითი შედეგებით.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია. სწავლება უფასოა.
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველის განცხადებას რექტორის სახელზე თან უნდა ერთოდეს:
ა) მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ)შესაბამის დარგში აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
დ)საკვლევი თემის დასახელება და დასაბუთება;
ე)კვლევის მიმართულებიდან გამომდინარე - ნაშრომები (მატერიალური სახით);
ვ) სულიერი მოძღვრის რეკომენდაცია;
ზ) ორი ფოტოსურათი 3\4 ზომით, დისკთან ერთად;
თ)არსებობის შემთხვევაში - უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული მოწმობა, რომელსაც გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება.
დოქტორანტების ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თსას-ის ფაკულტეტის საბჭო.
მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
ბიბლეისტიკის მიმართულება:
1. მოდული ა) ძველი აღთქმა:
ა) ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა (ზეპირი)
ბ) უცხო ენა (ტესტირება)
გ) ძველი ბერძნული ენა (წერა)
2. მოდული ბ) ახალი აღთქმა:
ა) ახალი აღთქმა და ძველი აღთქმა (ზეპირი)
ბ) უცხო ენა (ტესტირება)
გ) ძველი ბერძნული ენა (წერა)
ლიტურგიკის მიმართულება:
ა) ლიტურგიკა (ზეპირი)
ბ) უცხო ენა (ტესტირება)
გ) ძველი ბერძნული ენა (წერა)
დოგმატური ღვთისმეტყველების მიმართულება:
ა) დოგმატიკა (ზეპირი)
ბ) უცხო ენა (ტესტირება)
გ) ძველი ბერძნული ენა (წერა)
საბუთები მიიღება
2024
წლის
9
სექტემბრიდან
20
სექტემბრის ჩათვლით, 09:00
საათიდან
15:00 საათამდე,
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აკადემიის ფაკულტეტის
დოქტორანტურაში.
მისაღები გამოცდები ჩატარდება 23 სექტემბერიდან 30 სექტემბრის
ჩათვლით.
გამოცდების განრიგი:
ძველი ბერძნული ენა (წერა) - 23 სექტემბერი, 14:00 სთ.
უცხო ენა (წერითი ტესტირება) - 25 სექტემბერი, 14:00 სთ.
ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა (ზეპირი) - 30 სექტემბერი, 14:00 სთ.
დოგმატიკა (ზეპირი) - 30 სექტემბერი, 15:00 სთ.
ლიტურგიკა (ზეპირი) - 30 სექტემბერი, 15:00 სთ.
მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 13/40
ვებ-გვერდი: https://www.tsas.ge/
დამატებითი ცნობებისთვის დაგვიკავშირდით ტელ: +995 32 2 93 29 22