სასწავლებლის შესახებ

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელ-სამოციქულო ეკლესიასთან არსებულ სასწავლო და სამეცნიერო საღვთისმეტყველო ცენტრს. თბილისის საულიერო აკადემია და სემინარია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, სადაც სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა მოქმედებს: I – ბაკალავრიატი; II – მაგისტრატურა ; III – დოქტორანტურა. სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, როგორც საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, უფლებამოსილია, განახორციელოს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:

  1. თეოლოგია;
  2. ქრისტიანული ფილოსოფია;
  3. ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა;
  4. ქრისტიანული ფსიქოლოგია;
  5. ხატწერა;
  6. დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაცია;
  7. საეკლესიო არქიტეტურა.