პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრა

პატრიტიკისა და დოგმატიკის კათედრა ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს. ერთია ეკლესიის მამათა ცხოვრებისა და მათი შრომების შესწავლა, მეორე _ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბებული დოგმატური მოძღვრების სიღრმისეული გაცნობა-გააზრება. კათედრის საქმიანობა სისტემურ, მოწესრიგებულ სახეს აძლევს საღვთისმეტყველო-სამეცნიერო მოღვაწეობას როგორც აკადემიის შიგნით, ისე მის გარეთ.

პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

ედიშერ ჭელიძე დაიბადა 1959 წლის 4 აგვისტოს ქ. ოზურგეთში.
1975 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა (1980წ.) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილებაში.
1984 წლიდან ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელია.
1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “გრიგოლ ნოსელის კოსმოგონიური თხზულების “პეტრეს მიმართ ძმისა თვისისა პასუხი ექუსთა მათ დღეთათვის” ქართული თარგმანი” და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1988 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტში კითხულობს პატროლოგიის კურსს.
1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია.”
1998 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგეა.
2010 წლის თებერვალში დაინიშნა პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგედ.
გამოქვეყნებული შრომები:
“წმინდა გრიგოლ ნოსელი: პასუხი ექუსთა მათ დღეთათვის;” “ეკლესია-სძალი უფლისა”; “იოანე პეტრიწის ცხოვრება და მოღვაწეობა”; “ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია”; “დოგმატურ-ისტორიული საკითხები”; “ადამიანი-ხატი პირმშოხატისა”; “ანტიერეტიკონი”; “დიდნი კურთხევანი” (2002წ.); “ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა” (2003წ.); “ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმშობლისაი” (2003წ.); “სპეკალი მართლმადიდებლობისა (2007წ.)”; “სათნოებათმოყვარეობა” (2003წ.).

კათედრის გამგის თანაშემწე
- ირაკლი ორჟონია
 

 

პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის პედაგოგები
1.პატრისტიკა – თეოლოგიის დოქტორი თეიმურაზ ბიუაძე
2.ღვთისმეტყველების მაგისტრი ,დოქტორანტი (ლიტურგიკის მიმართულება) გიორგი ჯულაყიძე
3.ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი ედიშერ ჭელიძე
4.ღვთისმეტყველების მაგისტრი,დოქტორანტი(დოგმატიკის მიმართულება) მღვ.იოსებ გელუკაშვილი
5.თეოლოგიის დოქტორი გოჩა ბარნოვი
6.ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე
7.ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ,პროფესორი მაია რაფავა

 

 

პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის საგნები

1.დოგმატური ღვთისმეტყველება
2.პატროლოგია
3.ტექსტოლოგია
4.ქრისტიანული მოძღვრების შესავალი