თბილისის სასულიერო აკადემია (ფაკულტეტი)

თბილისის სასულიერო აკადემია (ფაკულტეტი) – წარმართავს უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების მეორე საფეხურის პროგრამით გათვალისწინებულ სამწლიან სწავლებას თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხების მინიჭებით.თბილისის სასულიერო აკადემია ამზადებს კადრებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის.

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: თეოლოგია

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოამზადოს ღრმა თეორიული ცოდნის მქონე კვალიფიციური სპეციალისტები თეოლოგიაში, რომელთაც შეეძლებათ კრიტიკულად გააანალიზონ და განაზოგადონ საკვლევი წყაროთმცოდნეობითი მასალა და გააღრმაონ ბაკალავრიატში შეძენილი ცოდნა.

სასწავლო პროგრამა საშუალებას იძლევა მომზადდეს თეოლოგი მეცნიერ-მკვლევარი, რომელსაც ექნება თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები თეოლოგიის აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად. პროგრამის თემატიკა მაგისტრანტს საშუალებას აძლევს, მიიღოს თეორიული ცოდნა, განავითაროს და დახვეწოს ანალიზისა და სწორი ინტერპრეტაციის უნარი კონკრეტული თეოლოგიური პროცესების გათვალისწინებით.

მაგისტრანტს ექნება კონკრეტული, ფართო და დეტალური ცოდნა ეკლესიის მამათა მოღვაწეობისა და მათი ეპისტოლარული მემკვიდრეობის შესახებ; შეეძლება როგორც რეგიონალური თავისებურებების გათვალისწინება, ასევე კვლევისას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სხვადასხვა დისციპლინის (ისტორია, ფილოლოგია, ლიტერატურული კრიტიკა, ენისა და ხელოვნების ისტორია, პალეოგრაფია, ანთროპოლოგია, ფილოსოფია, სამართალი, და ა. შ.) სათანადოდ გამოყენება.


ადმინისტრაცია

მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი
დეკანი
ღვთისმეტყველების მაგისტრი

ლელა იაშვილი
დეკანის თანაშემწე


საკონტაქტო ინფორმაცია

Phone: +995 32 2 99 57 30
Email:info@tsas.ge