ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი – წარმართავს უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების პირველი საფეხურის პროგრამით გათვალისწინებულ ოთხწლიან სწავლებას ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობა

ქრისტიანული ხელოვნბათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სასულიერო აკადემია–სემინარიაში უკვე არსებული ტრადიციისა და გამოცდილების საფუძველზე, ინტერდისციპლინარული მეთოდის გამოყენებით, თეოლოგიური ცოდნის საფუძველზე , ქრისტიანული ხელოვნების აქცენტირებული სწავლებით გაზარდოს ქრისტიანული ხელონების ცპეციალისტები. ამ მიზნისათვის თავისი დარგის მოწინავე სპეციალისტების გამოყენება, სწავლების მრავალფეროვანი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების შეთავსება სტუდენტს მისცემს საფუძვლიან ცოდნას თეოლოგიასა და ძველი და თანამედროვე ხელოვნების ძირითად დარგებში; შეუქმნის ცოდნის შესაბამის ბაზას საღვთისმეტყველო და სახვითი ხელოვნების დარგების ისტორიისა და თეორიის შესწავლაში; ნათლად დაანახებს საღვთისმეტყველო შინაარსის მნიშვნელობას შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების მხატვრული „ენის“ ჩამოყალიბების საქმეში. გამოკვეთს ქართული ხელოვნების განვითარების გზას და თავისებურებებს მსოფლიო ხელოვნების ქრონოლოგიურ–რეგიონალურ სურათში; მოახდენს ვიწრო სპეციალიზაციის საგნების სწავლებას ზოგადი შეცნობის საუძველზე.