ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი – წარმართავს უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების პირველი საფეხურის პროგრამით გათვალისწინებულ ოთხწლიან სწავლებას ქრისტიანული ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

საბაკალავრო პროგრამის სახელწოდებაა – ქრისტიანული ფსიქოლოგია

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტი მოამზადოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იმგვარად, რომ მან შეძლოს უპასუხოს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს, შეძლოს კვალიფიციური დახმარება გაუწიოს ქრისტიანული ეკლესიის მრევლს, მართლმადიდებლურ სკოლებსა და გიმნაზიებს. ამასთან, განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები. შეისწავლოს და პრაქტიკაში გამოიყენოს პიროვნების კვლევისა და მისი ქცევის მოდიფიკაციის მეთოდები, განიხილოს ისინი მართლმადიდებლურ ჭრილში და მოარგოს ისინი ქრისტიანული ანთროპოლოგიის პრინციპებს.