სამაგისტროების დაცვა

2019 წლის 1 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიაში შედგა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. ორი ნაშრომი იქნა წარმოდგენილი: შალვა თუმანიშვილის – „ღირსი ნილოს სინელის ეპისტოლეთა ძველი ქართული თარგმანი“ (ტექსტი და მისი საღვთისმეტყველო ანალიზი). ხელმძღვანელი გახლდათ ღვთისმეტყველების დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე, ხოლო რეცენზენტები ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო მელიქიშვილი და თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია. ასევე ჯუანშერ მალანიას ნაშრომი: „მართლმადიდებლური მონასტრების ტიპიკონები“. ხელმძღვანელი თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი, ხოლო რეცენზენტი თეოლოგიის დოქტორი, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი. დიპლომების დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სამეცნიერო საბჭოს წევრები. მაგისტრანტებმა წარმოადგინეს ნაშრომების ანოტაციები და ძირითადი დასკვნები.

 

IMG_0068 IMG_0043

March 1, 2019

0 Responses on სამაგისტროების დაცვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>