სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი დაცვა

2019 წლის 1 მარტს გაიმართა სადისერტაციო საბჭოს სხდომა,რომელზეც  შედგა  დისერტანტ ცოტნე ჩხეიძის სადოქტორო ნაშრომის: „ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი“ დაცვის წინა წარდგენა.

სადისერტაციო ნაშრომში წარმოდგენილია  ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო  ანალიზი. ეს ქმედებები   წმინდა მამათა ეგზეგეტიკაზე  დაყრდნობით არის განხილული, რასაც ერთვის ბოლო დროის კომენტატორთა მოსაზრებები. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წმინდა წერილის უცხოენოვანი ტექსტის (სეპტუაგინტას, ვულგატას, მასორეტული ბიბლიის და სხვ.) იკითხვისებს, რაც ხელს უწყობს ზემოთ ნახსენები განმარტებების სიღრმისეულ გაგებას.

სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე ცოტნე ჩხეიძის ნაშრომის შეფასებისთვის დადგენილმა  საექსპერტო კომისიის წევრებმა: თეოლოგიის დოქტორმა,, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა და თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა მიქაელ გალდავამ წარმოადგინეს დასკვნები და გამოთქვეს გარკვეული შენიშვნები.

დისერტანტმა რამდენიმე შენიშვნა გაიზიარა, ხოლო ზოგიერთ მათგანზე სათანადო პასუხი წარმოადგინა.

სადოქტორო ნაშრომი ექსპერტებმა  დადებითად შეაფასეს  და საბჭომ  მას  შემდგომი მსვლელობა მისცა.

სადისერტაციო საბჭომ დაამტკიცა ნაშრომის რეცენზენტები:

  1. თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი.
  2. თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია.

March 1, 2019

0 Responses on სადისერტაციო ნაშრომის წინასწარი დაცვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>