სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

2018 წლის 28 დეკემბერს  სასულიერო აკადემიაში შედგა სასწავლებლის კურსდამთავრებულის   ალექსანდრე მაისურაძის სამაგისტრო ნაშრომის :,,საქართველოდან  ქრისტიანობის  გავრცელება და მისი კვალი ჩრდილოკავკასიელ ხალხებში“ დაცვა.  ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, რეცენზენტი ისტორიის დოქტორი , პროფესორი ნინო თომაძე

სამაგისტრო ნაშრომის დაცვის სხდომის თავმჯდომარე იყო   თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, სამეცნიერო საბჭოს წევრი,   დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე,  ესწრებოდნენ სამეცნიერო საბჭოს წევრები.
მაგისტრანტმა   წარმოადგინა   ნაშრომის ძირითადი დასკვნები.

IMG_0021

ალექსანდრე მაისურაძემ   ისაუბრა ნაშრომში განხილულ საკითხზე,  კერძოდ ჩრდილოკავკასიაში ქრისტანობის ნაკვალევზე. ამ რეგიონის ისლამიზაციამდე იქ არსებული ეთნოლოგირი მასალა, ეკლესიების ნანგრევები,  ჯვრები , ქრისტიანული სამაროვნები ადასტურებს რეგიონში ქრისტიანობის არსებობას .

თემის  ხელმძღვანელის პროფესორ , მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის დასკვნა სამეცნიერო ნაშრომზე  წარმოადგინა სასულიერო აკადემიის საქართველოს ისტორიის კათედრის თანამშრომელმა, ისტორიის დოქტორმა გიორგი მაისურაძემ. დასკვნაში აღნიშნული იყო მაგისტრანტის მიერ ჩატრებული კვლევის ღირებულებაზე, ისტორიული ფაქტების კომპარატივისტულ ანალიზზე, რასაც ხელმძღვანელის შეფასებით მაგისტრანტმა  წარმატებით გაართვა თავი .

ნაშრომის . რეცენზენტს, პროფესორ  ნინო თომაძეს  მაგისტრანტის  ნაშრომთან არსებითი შენიშვნები არ ჰქონია და მას მაღალი შეფასება მისცა,. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა   მაგისტრანტს დაუსვეს  შეკითხვები.
სამაგისტრო ნაშრომების ავტორმა   მადლიერება გამოხატა პირადად სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ , პროფესორ გიორგი ზვიადაძის მიმართ სასულიერო აკადემიაში  შექმნილი   სასწავლო და სამეცნიერო გარემოსთვის,  მაგისტრანტმა მადლობა გადაუხადა სამეცნიერო საბჭოს წევრებს,     თემის ხელმძღვანელის მიტროპოლიტ ანანი ჯაფარიძეს     თემაზე მუშაობისას გაწეული დახმარებისთვის  და რეცენზენტს პროფესორ ნინო თომაძეს   ნაშრომის გულდასმით წაკითხვისათვის .

 

 

 

 

December 28, 2018

0 Responses on სამაგისტრო ნაშრომის დაცვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>