სამაგისტროს დაცვა

2018 წლის 18 დეკემბერს  სასულიერო აკადემიაში შედგა სასწავლებლის კურსდამთავრებულების   ელდემ ეხვაიას სამაგისტრო ნაშრომის: წმინდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის როლი ხატმებრძოლეობის ერესის საქმეში  და  ვახტანგ ყოლბაიას სამაგისტრო ნაშრომის: ,,წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ანტიარიანული მოღვაწეობის ისტორია. ორივე თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, რეცენზენტი: ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი რუსუდან წიქვაძე.

დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სამეცნიერო საბჭოს წევრები.

მაგისტრანტებმა წარმოადგინეს  ნაშრომების ანოტაციები და ძირითადი დასკვნები.

მაგისტრანტ ელდემ ეხვაიას ნაშრომში წარმოდგენილი იყო წმინდა ნიკიფორეს დაცვითი სიტყვის (მსოფლიო ეკლესიისადმი ხატების გამო ახალი უთანხმოების შესახებ) და  მისი ისტორიული ნაშრომის ,,მოკლე ისტორია“ და პოლემიკური ხასიათის ტრაქტატის ,,apologeticus atque antirrhetici“ თეოლოგიური ანალიზი.

IMG_0033

მაგისტრანტ  ვახტანგ ყოლბაიას ნაშრომში განხილული იყო ათანასე ალექსანდრიელის ანტიარიანული შინაარსის ტრაქტატის უმთავრესი პოსტულატები და არგუმენტები.

IMG_0002

თემების ხელმძღვანელმა პროფესორმა დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ ისაუბრა ნაშრომებში განხილული საკითხების აქტუალურობაზე თეოლოგიის ისტორიაში. მან აღნიშნა, რომ მაგისტრანტებმა გულდასმით დაამუშავეს თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა და საკუთარი დაკვირვებები წარმოადგინეს. რეცენზენტმა, ფილოსოფიის  დოქტორმა, პროფესორმა რუსუდან წიქვაძემ გამოთქვა ნაშრომებისადმი კეთილგანწყობით რამდენიმე არსებითი შენიშვნა. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა  ორივე მაგისტრანტს დაუსვეს შეკითხვები.

დასასრულს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ შეაფასა წარმოდგენილი ნაშრომები და მაგისტრანტებს შემდგომი წარმატება უსურვა. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა   აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომები ნამდვილად  მაღალ აკადემიურ დონეზეა შესრულებული და კარგ შეფასებას იმსახურებს.
სამაგისტრო ნაშრომების ავტორებმა  მადლობა გადაუხადეს პირადად სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს სასწავლებელში შექმნილი სასწავლო და სამეცნიერო გარემოსა და ხელშეწყობისთვის, ასევე, თემის ხელმძღვანელს, პროფესორ, დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიას გაწეული დახმარებისთვის და რეცენზენტს პროფესორ რუსუდან წიქვაძეს ნაშრომების გულდასმით წაკითხვისა და  სასარგებლო რჩევებისთვის.

 

 

 

 

December 18, 2018

0 Responses on სამაგისტროს დაცვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>