თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ  პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი

7 დეკემბერს სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ  პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი, რომელიც აღავლინა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად.  პანაშვიდს ესწრებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, აკადემია-სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, სასწავლებლის ადმინისტრაციის თანამშრომლები და აკადემია-სემინარიის სტუდენტები.

პანაშვიდის დასასრულს  რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიდაძემ  ისაუბრა აწ გარდაცვლილ  პროფესორთა ღვაწლზე, რომლებიც სასულიერო სასწავლებლის დაარსების დღიდან მოღვაწეობდნენ აკადემიაში და ერთგულად და პირნათლად ასრულებდნენ  თავიანთ პედაგოგიურ მოვალეობას, რაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ დააკისრა.

რექტორმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს უდიდესი დამსახურება აქვთ სასულიერო აკადემია-სემინარიის  წინსვლისა და განვითარების საქმეში, რომ  სტუდენტები მათი ლექციებით ეზიარნენ  ძველი ქართული მწერლობის, საქართველოს ისტორიის, ფილოსოფიის, თეოლოგიის  ფუნდამენტურ ცოდნას, რაც მათი ინტელექტუალური და საეკლესიო მოღვაწეობის საწინდარი გახდა. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, რომ მათი აღზრდილია საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა უმრავლესობა და დასძინა, რომ შეუძლებელია აკადემიის წინაშე მათი უდიდესი ღვაწლის დავიწყება. გარდაცვლილ  პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი ყოველ წელს აღევლინება სიონის საკათედრო ტაძარში, რითაც პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას.

 

December 7, 2018

0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ  პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>