თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პროფესორ- მასწავლებელთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ინტელექტუალურ წინსავლაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის მიერ მოწვეულმა გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერებმა ფილოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიის და სხვა სამეცნიერო დარგების აღიარებულმა მკვლევარებმა. მათმა ერთგულმა, უშურველმა და გულწრფელმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახურთა აღზრდა – განათლებას. ბევრი მათგანი სასულიერო სასწავლებლის დაარსების სათავეებთან იდგა. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მძიმე პოლიტიკური თუ სოციალური ვითარების მიუხედავად სასულიერო აკადემიაში მოწვეული პროფესორები პირნათლად ასრულებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა – კურთხევას, ცდილობდნენ გაემართლებინათ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის განსაკუთრებული ნდობა. ამ მეცნიერთა და პროფესორთა აღზრდილთაგანნი არიან მრავალნი, ისინიც, ვინც მღვდელმსახურების გზას გაჰყვა და საერონიც, ვინც სამეცნიერო თუ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში. ნამდვილად დიდი და განუზომელია ამ პროფესორ – მასწავლებელთა ღვაწლი და დამსახურება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ისტორიაში. მრავალი მათგანი აწ უკვე გარდაცვლილია და მათი ხსოვნა და ნათელი კვალი მუდმივად თანმდევია მათი მოწაფეებისთვის.
9 ნოემბერს გამართულ სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა ამ პროფესორთა და მეცნიერთა მოღვაწეობის მნიშვნელობაზე და წამოაყენა წინადადება, რომ მათი ხსოვნის ნათელსაყოფად დაწესდეს და ტრადიციად იქცეს გარდაცვლილ პროფესორ – მასწავლებელთა სულების მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდის გადახდა.
მიმდინარე წელს ეს პანაშვიდი შესრულდება 7 დეკემბერს 13.00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში, პროფესორ – მასწავლებელებთან ერთად მოიხსენებენ გარდაცვლილ სტუდენტებსაც.
მივმართავთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, რომ დაესწრონ საზოგადო პანაშვიდს.
შევთხოვთ უფალს , რომ ,,სულნი მათნი დააწესოს, სადაცა მართალნი განისვენებენ“.

პანაშვიდზე მოიხსენიებიან შემდეგი პროფესორ-მასწავლებლები:
. სქიმარქიმანდრიტი ზოსიმე (ირაკლი) კალანდაძე – ახალი აღთქმის პედაგოგი;
. დეკანოზი გიორგი საბიაშვილი – თეოლოგიის კანდიდატი;
.დეკანოზი თომა ჯაჯანიძე – სასწავლებლის მოძღვარი;
.დეკანოზი ბასილ გოგილაშვილი – სასულიერო აკადემიის მოძღვარი;
.რევაზ სირაძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
•რევაზ ბარამიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
.ბაჩანა ბრეგვაძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;
•ალექსანდრე გვახარია – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
. კარლო ბლაგიძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
•თენგიზ ზალდასტანიშვილი – დოცენტი, ფილოლოგიის დოქტორი;
•თამაზ ბუაჩიძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
•გიორგი ცინცაძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
.ლერი მჭედლიშვილი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
•შოთა ლომსაძე- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
.პროფესორ ზურაბ სარჯველაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
•გურამ ბედოშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
•გურამ შენგელია – ისტორიის დოქტორი, პროფესორი;
.იუზა ევგენიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
•ფარნაოზ ლომაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
.არჩილ ბაქრაძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;.
.კონსტანტინე გერასიმოვი – დოცენტი, ფილოლოგიის დოქტორი;
.სოსო მახარაშვილი – პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი;
.ავთანდილ პოპიაშვილი – პროფესორი, ხატვის პედაგოგი;
•იოსებ ბანძელაძე – არქიტექტორ-რესტავრატორი;
•გურამ შენგელია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
.თამაზ მარდალეიშვილი – სასულიერო სასწავლებლის ექიმი;
.მერი ჭელიძე – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი;
.მარიამ ლორთქიფანიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი;
•გულნაზ კიკნაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
•ვიკა ჯოჯუა – დოცენტი, ფილოლოგიის დოქტორი;
•ლამარა ქაჯაია – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
•ციალა ქურციკიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
• ლონდა არველაძე – პედაგოგიკის აკადემიური დოქტორი;
•მონაზონ თამარი (ეთერ უროტაძე) – ქარგვის პედაგოგი;
• რუსუდან ყენია – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
• მანანა მაისურაძე – თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობის თანამშრომელი;
• აგრაფინა ლომიძე – თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობის თანამშრომელი.

ასევე, მოიხსენიებიან სტუდენტებიც:
. სქიმარქიმადრიტი ანტონი (მაკარი) – სასულიერო აკადემიის (მაგისტრატურის) სტუდენტი;

. არქიმანდრიტი იოანე (გვაჯაია) – სასულიერო აკადემიის (მაგისტრატურის) სტუდენტი;

. მღვდელი იოანე მალაღურაძე – სასულიერო აკადემიის (მაგისტრატურის) სტუდენტი;

. მღვდელი გიორგი ფანცულაია – სასულიერო აკადემიის (მაგისტრატურის) სტუდენტი;

. მონაზონი ნინო (ნანა წერეთელი) – ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი.

. ლევან ქათამაძე – სასულიერო აკადემიის (მაგისტრატურის) სტუდენტი;
. ვახტანგ კოხრეიძე – სასულიერო აკადემიის (მაგისტრატურის) სტუდენტი;
. რეზო ჯიქია – სასულიერო აკადემიის (მაგისტრატურის) სტუდენტი;
. თამაზ სახეიშვილი – სასულიერო აკადემიის (მაგისტრატურის) სტუდენტი;
. ბორის ძაძამია – სასულიერო სემინარიის სტუდენტი;
. ალექსანდრე ნადირაძე – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი;
. გიორგი ცხაკაია – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი;
. ქეთევან დაუშვილი – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი;
. ნინო შვანგირაძე – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი;
. თეონა ჭელიძე – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი;

December 4, 2018

0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პროფესორ- მასწავლებელთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>