სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

2018 წლის 30 ნოემბერს სასულიერო აკადემიაში შედგა სასწავლებლის კურსდამთავრებულის დეკანოზ გიორგი სანამაშვილის სამაგისტრო ნაშრომის ,,საქართველოს მართლმდიდებლური ეკლესია 1939-45 წლებში“ დაცვა. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რეცენზენტი ისტორიის დოქტორი გიორგი მაისურაძე. დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სამეცნიერო საბჭოს წევრები.
მაგისტრანტმა წარმოადგინა ნაშრომის ანოტაცია და ძირითადი დასკვნები. თემის ხელმძღვანელმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ისაუბრა ნაშრომში განხილული საკითხების აქტუალურობაზე. მან აღნიშნა, რომ მაგისტრანტმა კეთილსინდისიერად იმუშავა, გაეცნო შესაბამის სამეცნიერო ლიტერტურას და საკუთარი დაკვირვებები წარმოადგინა ნაშრომში. რეცენზენტმა,ისტორიის დოქტორმა გიორგი მაისურაძემ, მაგისტრანტის ნაშრომთან დაკავშირებით გამოთქვა შენიშვნები და თემას დადებითი შეფასება მისცა. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა მაგისტრანტს დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა, რაზეც მამა გიორგიმ ამომწურავად უპასუხა.
დასასრულს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ შეაფასა მაგისტრანტის ნაშრომი. მან აღნიშნა, რომ მამა გიორგი სანამაშვილი გამოირჩევა საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. სამაგისტრო ნაშრომიც ამ კეთილსინდისიერების გამოვლინებაა, თუმცა სასურველი იყო მეტი სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა და კვლევითი – ანალიტიკური მეთოდოლოგიით ნაშრომზე მუშაობა. რექტორმა მაგისტრანტს შემდგომი წარმატება უსურვა.
დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა მადლობა გადაუხადა პირადად სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს სასწავლებელში შექმნილი მაღალი დონის სასწავლო და სამეცნიერო გარემოსა და ხელშეწყობისთვის, ასევე თემის ხელმძღვანელს პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს გაწეული დახმარებისთვის და რეცენზენტს ნაშრომის გულდასმით წაკითხვისა და შეფასებისთვის.
სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიამ მაგისტრანტ დეკანოზ გიორგი სანამაშვილის ნაშრომი 55 ქულით შეაფასა.

November 30, 2018

0 Responses on სამაგისტრო ნაშრომის დაცვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>