სამეცნიერო საბჭო

2018 წლის ნოემბერს სასულიერო აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო საბჭოს სხდომა.
სხდომა გახსნა აკადემიის რექტორმა , პროტოპრესვიტერმა , პროფესორმა გიორგი ზვიადაძემ. მან მადლობა გადაუხადა სამეცნიერო საბჭოს წევრებს მათი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის. რექტორმა აღნიშნა , რომ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მუშაობა განსაკუთრებულ ყურადღებასა და
დაკვირვებას მოითხოვს, საღვთისმეტყველო- სამეცნიერო საქმიანობა ეკლესიური სწავლების ერთგულებით, კვლევითი საფუძვლების ღრმა ცოდნით უნდა წარიმართოს , შესაბამისად, აკადემიის საღვთისმეტყველო შრომების კრებულებში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიც ამა თუ იმ საკითხის სიღრმისეული კვლევის შედეგი უნდა იყოს.
სხდომაზე წარმოდგენილი იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:

1.თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო- სამეცნიერო შრომების კრებულის VIII-IX ტომების პრეზენტაცია, რომელიც გაიმართება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2018წლის 21 დეკემბერს; შრომების კრებულების რედაქტორია პროფესორი ედიშერ ჭელიძე . აკადემიის რექტორმა ისაუბრა ედიშერ ჭელიძის დამსახურებაზე საღვთისმეტყველო -სამეცნიერო სფეროში და მადლობა გადაუხადა მას ამისთვის;

2.სასულიერო სემინარიისა და აკადემიის აწ გარდაცვლილი პროფესორებისა და მასწავლებლების სულთა მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი, რომელიც გაიმართება სიონის საკათედრო ტაძარში 2018წლის 28 ნოემბერს 14.00 საათზე. პამნაშვიდს შეუძლიათ დაესწრონ გარდაცვლილითა ოჯახის წევრები;

3.სასულიერო აკადემიის პერიოდული გამოცემების ,, გრაგნილის“( საეკლესიო – სამეცნიერო კრებული) და ,,საღვთისმეტყველო -სამეცნიერო შრომების“ რედკოლეგიის წევრების გადანაწილება და დამატება; რექტორის წარდგინებით სარედაქციო კოლეგიის წევრობაზე რამდენიმე პროფესორს მიეცა რეკომენდაცია ;

4.აკადემიის პერიოდული სამეცნიერო გამოცემების რეცენზირება; სასულიერო აკადემიის დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელის პროფესორ ელდარ ბუბულაშვილის წინადადებით , აუცილებელია, რომ აკადემიის სამეცნიერო შრომათა კრებული გახდეს რეცენზირებადი. რექტორმა და სამეცნიერო საბჭოს წევრებმა დადებითად გადაწყვიტეს ეს საკითხი.

სხდომის დასასრულს, აკადემიის რექტორმა , პროტოპრესვიტერმა , პროფესორმა გიორგი ზვიადაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოღვწე პროფესორ – მასწავლებლების მიმართ პატივისცემა მათი კეთლსინდისიერი შრომის გამო ,რექტორმა აღნიშნა , რომ აკადემიის წარმატება
ღირსეულ საეკლესიო პირთა აღზრდასა და განათლებშია.

November 9, 2018

0 Responses on სამეცნიერო საბჭო"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>