თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II სასულიერო სასწავლებელში მოღვაწე სასულიერო პირები დააჯილდოვა

თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, სამების საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II   სასულიერო სასწავლებელში მოღვაწე სასულიერო პირები დააჯილდოვა.

სასულიერო აკადემიისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადების გამო დაჯილდოვდნენ: დეკანოზი გიორგი გუგუშვილი (ბიბლეისტიკის კათედრის გამგე) მიტრის ტარების უფლებით, დეკანოზი იოანე კვანჭიანი (სასწავლებლის სულიერი მოძღვრის თანაშემწე, ძველი აღთქმის პედაგოგი)  და დეკანოზი დავით ჭიღლაძე (ძველი აღთქმის პედადოგი)  გამშვენებული ჯვრებით, მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი (სასულიერო აკადემიის დეკანი, საეკლესიო სამართლის პედაგოგი) და მღვდელი ვლადიმერ ვახტანგაძე (ძველი აღთქმის პედაგოგი) აყვანილ იქნენ დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდნენ ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

November 6, 2018

0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემიის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II სასულიერო სასწავლებელში მოღვაწე სასულიერო პირები დააჯილდოვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>