ქალაქ თბილისის საკრებულოს “თამარ მეფის დარბაზში” გაიმართება თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა.

2018 წლის  24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქალაქ თბილისის საკრებულოს “თამარ მეფის დარბაზში” გაიმართება თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა.

საიუბილეო სხდომის პროგრამა

 თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა – სხდომას გახსნის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;

  სხდომას გაუძღვება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია რაფავა.

                                                                                         მისალმებები:

1.ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი ტყემალაძე;

2. საპატრიარქოსთან არსებული წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, თეოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე;

3.გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, დეკანოზი ირაკლი ახალაძე;

4.ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა აბაშიძე;

5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი;

6. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე;

7. აპოლონ  ქუთათელაძის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  სამხატვრო  აკადემიის  რექტორი, ქალბატონი თინათინ კლდიაშვილი;

8. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ბატონი რევაზ კიკნაძე.

                                                                                     ··  მომხსენებლები:

1.ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია რაფავა – „სასულიერო განათლება საქართველოში – ტრადიციები“;

2.საპატრიარქოსთან არსებული წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, თეოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე – „სასულიერო განათლება საქართველოში – თანამედროვეობა“;

3. ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე – „ჴმეანი გალობა, როგორც სასულიერო განათლების ნაწილი“;

4.ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერა-რესტავრაციის კათედრის გამგე, პროფესორი მერაბ ბუჩუკური – „ხატწერა-რესტავრაცია – სასულიერო განათლების ერთ-ერთი დარგი“;

5.თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე – „თბილისის სასულიერო აკადემიის დაფუძნების პირველი დღეები“.

   ქალაქ თბილისის საკრებულოს დარბაზში მოეწყობა სასულიერო აკადემია-სემინარიის გამოცემული წიგნების პრეზენტაცია, ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ შესრულებული ხატების, აკადემიის სახელოსნოებში შექმნილი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა.

October 23, 2018

0 Responses on ქალაქ თბილისის საკრებულოს "თამარ მეფის დარბაზში" გაიმართება თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა. "

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>