საიუბილეო სხდომა

დღეს, 2018 წლის 2 ოქტომბერს, საპატრიარქო რეზიდენციაში საზეიმო სხდომით აღინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსებიდან 30 წელი. ამ მოვლენით გამოწვეულმა ამაღლებულმა განწყობამ მოიცვა თითქმის მთელი ქვეყანა. აქ იყვნენ აჭარისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, მეცნიერები, ქვეყნის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. აშკარად იგრძნობოდა თითოეული მათგანის მოკრძალება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მსახურთა მიმართ, განსაკუთრებით კი _ მისი საჭეთმპყრობლის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ისადმი. პატრიარქმა მადლობა მოახსენა დამსწრეთ მობრძანებისათვის და განაცხადა, რომ საქართველოში უმაღლესი სასულიერო სასწავლებლის დაარსების იდეა ეკუთვნის წმ. მეფე დავით აღმაშენებელს. გელათის აკადემია მოიაზრებოდა, როგორც მეორე იერუსალიმი და სხვა ათინა. უწმინდესმა ბრძანა: „ჩემი სურვილი იყო იმ ტიპის აკადემიის დაარსება, რომელიც იქნებოდა ცოდნით შეჭურვილი და რწმენით გასხივოსნებული. დრო იყო მეტად რთული, მაგრამ, უფლის ნებით, ყველაფერი მოგვარდა“._DSC1098

ქართული საღვთისმეტყველო სკოლების ტრადიციებსა და ამ ტრადიციების გამგრძელებელ თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაზე ისაუბრა აღნიშნული სასწავლებლის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან აღნიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსება ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის უდიდესი დამსახურებაა, რომლის გვირგვინია უპრეცედენტო ფაქტი _ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სადისერტაციო საბჭოს დაფუძნება (საღვთისმეტყველო დარგში). უფლის წყალობითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შემწეობით, აკადემიამ უამრავ წარმატებას მიაღწია. ამ წარმატებებში, პარტიარქთან ერთად, უდიდესი წვლილი აქვს ყველა იმ რექტორსა და პროფესორ-მასწავლებელს, თანამშრომელსა თუ სტუდენტს, რომელიც დაარსების დღიდან დღემდე მოღვაწეობს აკადემია-სემინარიაში.

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმატებებზე ისაუბრეს პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგემ, თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, გელათის აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ, გამომცემლობის დირექტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნინო მელიქიშვილმა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიას წარმატებები უსურვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ _ ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა _ მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა _ გიორგი კვესიტაძემ, ვიცეპრეზიდენტმა _ როინ მეტრეველმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ანანია ჯაფარიძემ, რომელმაც გაიხსენა 1987 წლის 25 დეკემბერი და იმდღევანდელი კათოლიკოს-პატრიარქი მოზეიმე სულით თაბორის მთაზე გასხივოსნებულ უფალს შეადარა. ქრისტიან ქართველთა სიხარული გაიზიარა ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუდეველმა ქართველმა ებრაელმა შაბთაი ცურიმ.

დასასრულ, უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა დალოცა დამსწრე საზოგადოება და წარმატებები უსურვა ქართველ ხალხსა და სრულიად საქართველოს.

IMG_6133

_DSC1000

October 2, 2018

0 Responses on საიუბილეო სხდომა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>