თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის დებულება

დანართი  1

 

დამტკიცებულია

ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი

ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა  და სემინარიის

რექტორის 2014 წლის 12 სექტემბრის №27 ბრძანებით

 

ცვლილებები შესულია

ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი

ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა  და სემინარიის

რექტორის  2018 წლის 23 აპრილის №61 ბრძანებით.

 

 

   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი  ეკლესიის

                 თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის

 

                               

                                                                                                          დებულება

ქ. თბილისი

2014 წელი

 1.ზოგადი დებულებები

1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი  ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია (შემდგომში თსას) არის მართლმადიდებლური სასულიერო სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ეფუძნება უმაღლეს რელიგიურ-საგანმანათლებლო პროგრამას;

1.2. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია დაარსებულია 1988 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე საქართველოში არსებული უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლებისა და საგანმანათლებლო ცენტრების ტრადიციების აღორძინებისა და განვითარების მიზნით;

1.3. თსას-ი ექვემდებარება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, კანონიკურად შედის საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში, თანამშრომლობს საპატრიარქოს განათლების ცენტრთან და ანგარიშვალდებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე;

1.4. თსას-ი თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლისა და მართლმადიდებლური სწავლების საფუძველზე, აგრეთვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებების, წმინდა სინოდის განჩინებების, თსას-ის წესდებისა და მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

1.5. საეკლესიო იურისდიქციას სრულად მიეკუთვნება სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი, ურთიერთობა სტუდენტებსა და თსას-ს შორის, სტუდენტთა ქცევის წესები;

1.6. საერო კანონმდებლობა გამოიყენება თსას-ის საქმიანობის მხოლოდ იმ სფეროში, რომლის მოწესრიგება თავისი არსით სცილდება საეკლესიო იურისდიქციის ფარგლებს;

1.7. თავის საქმიანობაში თსას-ი ეყრდნობა აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებისა და ამ შეთანხმების საფუძველზე დადებულ ხელშეკრულებათა იმ ნორმებს, რომლებიც ეხება თსას-ს (თსას-ის მიერ გაცემული დიპლომებისა და მინიჭებული აკადემიური ხარისხების აღიარება სახელმწიფოს მიერ);

1.8.  თსას-ი მოწოდებულია უბიწოდ დაიცვას უწმინდესი საეკლესიო მოძღვრება და უერთგულოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციებს;

1.9. თსას-ის საღვთისმეტყველო-სამეცნიერო, პედაგოგიური, საეკლესიო- საზოგადოებრივი საქმიანობა აგებულია წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის უცვალებელ სჯულსა და მოძღვრებაზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიულ ტრადიციებზე;

1.10.  თსას-ი არ მონაწილეობს პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობასა და პოლიტიკურ მოძრაობებში;

1.11. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის  სტრუქტურასა და მართვის ორგანოებს,  მათს შემადგენლობასა და ფუნქციებს. არეგულირებს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წესდების  ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს.

1.12.  დებულება ვრცელდება თსას-ში დასაქმებულ პერსონალსა და სტუდენტებზე.

1.13. თსას-ის სრული სახელწოდებაა: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია;     შემოკლებული სახელწოდებაა – თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია;

1.14.  თსას-ის მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, სიონის ქ. 13/40.

2.თსას-ის ძირითადი მიზნები და ამოცანები

აგრძელებს რა საქართველოში არსებული უმაღლესი საღვთისმეტყველო სასწავლებლების ტრადიციებს, თსას-ი ითვალისწინებს შემდეგი ძირითადი ამოცანების გადაწყვეტას. ესენია:

2.1.    სამეცნიერო კადრების მომზადება საღვთისმეტყველო დარგებში;

2.2. მღდელმსახურთა მომზადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლე-     სიისათვის;

2.3. უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის;

2.4. საღვთისმეტყველო საგნების კვალიფიციური პედაგოგების მომზადება საერო უმაღლესი და საშუალო სასწავლებლებისათვის;

2.5. ხელშეწყობა კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად ქრისტიანული ფსიქოლოგიის,  რელიგიათმცოდნეობის,  ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის, ქრისტიანული ხატწერის,  დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის, საეკლესიო არქიტექტურის სფეროში;

 

2.6. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შექმნა ღვთისმეტყველების, რელიგიათმცოდნეობის, ფილოლოგიის, ფილოსოფიის, რელიგიისა და ეკლესიის ისტორიის, ქრისტიანული ფსიქოლოგიის, ქრისტიანული პედაგოგიკისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის  დარგებში;

 

2.7. თავისი მიზნების განსახორციელებლად თსას-ი ეწევა სხვადასხვა სახის საქმიანობას; ესენია:

ა) საგანმანათლებლო;

ბ) სამეცნიერო-კვლევითი;

გ) აღმზრდელობითი;

დ) საქველმოქმედო;

ე) სამისიონერო;

ვ) საგამომცემლო;

ზ) მომლოცველობითი;

თ) სამუზეუმო;

ი) საგამოფენო.

 

2.8.  თსას-ი თავისი მიზნების მისაღწევად თანამშრომლობს საქართველოსა და უცხოეთის სხვა მართლმადიდებლურ სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, საქართველოსა და უცხოეთის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან, საქართველოს სახელმწიფო საჯარო დაწესებულებებთან;

 

2.9.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქმნის და აუქმებს ფაკულტეტებს, კათედრებს, კაბინეტებს, ლაბორატორიებს, სახელოსნოებსა და სხვა სასწავლო, სამეცნიერო და შემოქმედებით სტრუქტურულ ერთეულებს;

–  განსაზღვრავს თავის საფინანსო საქმიანობას;

– განსაზღვრავს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების  სტატუსს;

– ადგენს სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს;

–  ადგენს  სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიღების წესებსა და პირობებს;

–  განსაზღვრავს მისაღებ კონტინგენტს;

 

2.10. თსას-ს, როგორც სასულიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებას, უფლება აქვს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მიმართოს საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ფინანსური, მატერიალური და სხვა სახის დახმარების თხოვნით საგანმანათლებლო პროცესის, კულტურული და ისტორიული ძეგლების, შენობა-ნაგებობათა დაცვისა და რესტავრაციის, აგრეთვე საზოგადოებრივი, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

 

  1. თსას-ის სტრუქტურა

თსას-ი,  გარდა მმართველობის ორგანოებისა/მმართველი სუბიექტებისა, შედგება ძირითადი საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულებისაგან (ფაკულტეტები), სადაც გაერთიანებულია სასწავლო (კათედრები, ლაბორატორიები) და დამხმარე (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ცენტრი, სამედიცინო პუნქტი და სხვ.) სტრუქტურული ერთეულები, რომელთა  უშუალო მართვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში (შვებულებაში ყოფნა, ავადმყოფობა, მივლინება, ვაკანტური ადგილი და სხვა) – ზემდგომი მმართველი ორგანო/მმართველი სუბიექტი, ან, ამ უკანასკნელის დავალებით სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული პირი.

თსას-ი აერთიანებს შემდეგ სასწავლო დაწესებულებებსა და სტრუქტურულ ერთეულებს:

3.1.  თბილისის სასულიერო სემინარია (ფაკულტეტი) – წარმართავს უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების პირველი საფეხურის პროგრამით გათვალისწინებულ ოთხწლიან სწავლებას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. თბილისის სასულიერო სემინარია ამზადებს მღვდელმსახურთ და საღვთისმეტყველო საგნების კვალიფიციურ პედაგოგიურ კადრებს;

3.2.   თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი – წარმართავს უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების პირველი საფეხურის პროგრამით გათვალისწინებულ ოთხწლიან სწავლებას კვალიფიკაციის -მართლმადიდებლური საღთისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრი ქრისტიანულ ფსიქოლოგიაში – მინიჭებით.

3.3. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი – წარმართავს უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების პირველი საფეხურის პროგრამით გათვალისწინებულ ოთხწლიან სწავლებას კვალიფიკაციის – მართლმადიდებლური საღთისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრი ქრისტიანულ ხელოვნებათმცოდნეობაში – მინიჭებით.

3.4.  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტი – წარმართავს უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების პირველი საფეხურის პროგრამით გათვალისწინებულ ოთხწლიან სწავლებას შემდეგი კვალიფიკაციების მინიჭბით:

ა) მართლმადიდებლური საღთისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრი საეკლესიო არქიტექტურაში (ხუროთმოძღვრებაში);

ბ)  მართლმადიდებლური საღთისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრი ხატწერაში;

გ) მართლმადიდებლური საღთისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრი დაზგური ხატწერის რესტავრაციაში;

დ) მართლმადიდებლური საღთისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრი მონუმენტური ხატწერის რესტავრაციაში.

3.5. თბილისის სასულიერო აკადემია (ფაკულტეტი) – წარმართავს უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლების მეორე საფეხურის პროგრამით გათვალისწინებულ სამწლიან სწავლებას თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხების  მინიჭებით. თბილისის სასულიერო აკადემია ამზადებს კადრებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის;

3.6. დოქტორანტურა (ფაკულტეტი) – წარმართავს უმაღლესის შემდგომ სამეცნიერო-პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით პროგრამას, რომელიც დოქტორანტებს საშუალებას აძლევს სამი აკადემიური წლის განმავლობაში სისტემური ცოდნისა და კვლევის უნარის გამოვლენის, კრედიტების სავალდებულო  რაოდენობის დაგროვებისა და წარდგენილი დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდგომ მიენიჭოთ თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. დოქტორანტურა ამზადებს სამეცნიერო-კვლევით და სამეცნიერო-პედაგოგიურ კადრებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის;

თსას-ის ფაკულტეტების თანამშრომელთა უფლება მოვალეობები განისაზღვრება თსას-ის  თანამდებობრივი ინსტრუქციით.

3.7. თსას-ის  სასწავლო სტრუქტურული ერთეულებია კათედრები:

ა)  ბიბლეისტიკის კათედრა;

ბ) პატრისტიკისა და  დოგმატიკის კათედრა;

გ) ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრა;

დ)  ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა;

ე) საქართველოს ისტორიის  კათედრა;

ვ) უცხო ენების კათედრა;

ზ) რელიგიათმცოდნეობის კათედრა;

თ) ქრისტიანული ფსიქოლოგიის კათედრა;

ი) ეკლესიის ისტორიის, ასკეტიკისა და კანონიკური სამართლის კათედრა;

კ) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრა;

ლ) ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრა;

მ) საეკლესიო არქიტექტურის(ხუროთმოძღვრების) კათედრა.

 

თსას-ის კათედრების  თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს არეგულირებს თსას-ის თანამდებობრივი ინსტრუქცია.

 

3.8.  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური _ თბილისის სასულიერო  აკადემიისა და სემინარიის სტრუქტურული ნაწილი _  ხელს უწყობს სასწავლო პროცესის  მაღალ დონეზე წარმართვას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის განვითარებას და სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვას, შეიმუშავებს   სასწავლო პროგრამების, სწავლებისა და სწავლის, შეფასებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად კრიტერიუმებსა და  ახორციელებს მათს მონიტორინგს. აწესრიგებს დოკუმენტაციას ავტორიზაციისათვის.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ექვემდებარება უშუალოდ რექტორს.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს/პერსონალს მოსთხოვოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, ხოლო ხელმძღვანელები/პერსონალი ვალდებულია დროულად წარუდგინოს სამსახურის უფროსს მოთხოვნილი ინფორმაცია. თსას-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს სასულიერო და სხვა (საერო) სასწავლებლების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;

თსას-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს არეგულირებს სამსახურის დებულება და თსას-ის თანამდებობრივი ინსტრუქცია.

3.9.  გამომცემლობა არის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტრუქტურული ნაწილი. მისი საქმიანობა მიმართულია თსას-ის სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხიანი სწავლების, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა და სრულყოფისაკენ. თსას-ის სამეცნიერო საბჭო კონსულტირებასა და მეთვალყურეობას უწევს გამოცემლობის საქმიანობას აკადემიურ და საგანმანათლებლო დარგში. მეთვალყურეობა ხორციელდება სამეცნიერო საბჭოს მიერ დანიშნული წარმომადგენლების მეშვეობით, რომლებსაც პრორექტორი ხელმძღვანელობს და რომლის მოვალეობაშიც შედის საგამომცემლო გეგმების დამტკიცება და კონტროლი მათს შესრულებაზე. გამომცემლობის მუშაობაში ჩართულები არიან სტუდენტები.

გამომცემლობა ფინანსდება თსას-ის ბიუჯეტიდან. გამომცემლობა გამოსცემს თსას-ის გაზეთს.

გამომცემლობას უფლება აქვს მოიძიოს ფონდები საგამომცემლო საქმიანობის  განვითარებისათვის;

3.10.  თსას-ს აქვს დამხმარე სტრუქტურული ერთეულები: სახელოსნოები (ქარგვის, ხატწერის, ქსოვილების მხატვრული დამუშავებისა), საფინანსო სამსახური, ბუღალტერია, იურიდიული სამსახური, საინფორმაციო – კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, უსაფრთხოების სამსახური, კანცელარია, ბიბლიოთეკა, სამედიცინო კაბინეტი, საერთო საცხოვრებელი, სატრაპეზო და სხვა განყოფილებები სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობისათვის ხელშესაწყობად.

თსას-ის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს არეგულირებს თსას-ის თანამდებობრივი ინსტრუქცია.

4 .  თსას-ის მართვის ორგანოები

4.1.  თსას-ი იმყოფება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  უშუალო  ზედამხედველობის ქვეშ;

4.2.  თსას-ი თავის რელიგიურ, ადმინისტრაციულ-მმართველობითსა და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში ანგარიშვალდებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე;

4.3. თსას-ის  მართვა ხორციელდება წესდებითა და  დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მმართველობის ორგანოების/მმართველი სუბიექტების მეშვეობით;

4.4. თსას-ის  მართვაში მონაწილეობენ წესდების მე-5 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოები:  რექტორი, სამეცნიერო  საბჭო, სადისერტაციო საბჭო, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და თსას-ის დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში – ორგანოები/მმართველი სუბიექტები;

4.5. თსას-ის საქმიანობა რეგლამენტირებულია შემდეგი შიდა დოკუმენტებით: დებულებებით, შიდა ბრძანებებით, განკარგულებებითა და თსას-ის რექტორის ინსტრუქციებით, გადაწყვეტილებებით, დადგენილებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

 

  1. თსას-ის აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოები

5.1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით თსას-ს მართავს მისი რექტორი, რომელიც ამავდროულად არის  სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;

5.2. თსას-ის რექტორი ინიშნება და თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით;

5.3. თსას-ის რექტორი უნდა იყოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი სასულიერო პირი, რომელსაც აქვს საღვთისმეტყველო განათლება, სამეცნიერო (აკადემიური) ხარისხი და ეკლესიური მოღვაწეობის გამოცდილება;

5.4. რექტორის უფლება-მოვალეობები  გათვალისწინებულია „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების –  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის“ წესდებით, წინამდებარე დებულებითა  და თსას-ის თანამდებობრივი ინსტრუქციით;

5.5.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით, თსას-ის პრორექტორები სასწავლო, სამეცნიერო და სამეურნეო  დარგში ინიშნებიან და თავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან თსას-ის რექტორის მიერ. მათს უფლება-მოვალეობებს არეგულირებს თსას-ის თანამდებობრივი ინსტრუქცია;

 პრორექტორი სასწავლო დარგში:

  • პრორექტორი სასწავლო დარგში აკონტროლებს რექტორისა და სასწავლო საბჭოს იმ გადაწყვეტილებების შესრულებას, რაც უკავშირდება თსას-ის ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვასა და სასწავლო-ორგანიზაციულ საკითხებს.
  • რექტორის არყოფნისას მისი მითითებითა და განსაზღვრულ ფარგლებში, ასრულებს მის უფლებამოსილებებს, დებს ხელშეკრულებებს სტუდენტებთან, დაქირავებულებთან, წარმოადგენს თსას-სს მესამე პირებთან ურთიერთობაში, დებს გარიგებებს, რექტორის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

 პრორექტორი სამეცნიერო  დარგში:

  • დარგში აკონტროლებს და ხელმძღვანელობს რექტორისა და სასწავლო საბჭოს იმ გადაწყვეტილებების შესრულებას, რაც შეეხება  სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
  • ორგანიზებას უწევს სასწავლებელში სემინარების, კონფერენციების და სხვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას. კოორდინაციას უწევს ფაკულტეტის კათედრების საქმიანობას, ამყარებს სამეცნიერო კავშირებს, როგორც სასულიერო ასევე საერო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

 

 პრორექტორი სამეურნე დარგში

  •  განაგებს თსას-ის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას;
  •   თავის მოვალეობებს ასრულებს საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო სამსახურთან კავშირში;
  • რექტორთან შეთანხმებით  დებს სამეუნეო ხასიათის ხელშეკრულებებს;

5.6.  თსას-ის სულიერი მოძღვარი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, რომელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმებით, ნიშნავს თსას-ის რექტორი. სულიერი მოძღვარი ხელს უწყობს მართლმადიდებლური სულიერებისა და ეკლესიური აზროვნების განმტკიცებას თსას-ში. მის უფლება-მოვალეობებს არეგულირებს თსას-ის თანამდებობრივი ინსტრუქცია;

5.7. თსას-ში მოქმედი სამეცნიერო საბჭო არის თსას-ის კოლეგიური, აკადემიური (საგანმანათლებლო-სამეცნიერო) საქმიანობის მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. სამეცნიერო საბჭოს წევრობის პირობას წარმოადგენს თსას-ის  შესაბამის აკადმიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნა. აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების მოშლა წარმოადგენს სამეცნიერო  საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძველს. სამეცნიერო  საბჭოს სწავლულ მდივანს საბჭოს წევრებისაგან განსაზღვრავს რექტორი.

5.8. თსას-ის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: რექტორი, პრორექტორები, კათედრის გამგეები, დეკანები, თსას-ის პროფესორ-მასწავლებლები, თსას-ის ადმინისტრაციულ-მმართველობითი აპარატის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არის თსას-ის რექტორი;

5.9. სამეცნიერო საბჭოს სხდომა იმართება არანაკლებ ერთხელ სემესტრში. საჭიროების შემთხვევაში სხდომის ჩატარება შესაძლებელია რამდენჯერმეც სემესტრის განმავლობაში. სამეცნიერო საბჭო (როგორც კოლეგიალური ორგანო) გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა სამი მეოთხედი. სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება სხდომის თავმჯდომარის მიერ. შესაბამისი მასალის საბჭოს წევრებისათვის გაცნობას უზრუნველყოფს სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. თანაბარი ხმების შემთხვევაში მიიღება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მხარს უჭერს საბჭოს თავმჯდომარე. სამეცნიერო საბჭოს წევრს არა აქვს ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება;

5.10. სამეცნიერო საბჭო ახორციელებს თსას-ის სასწავლო-სამეცნიერო, საფინანსო და ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობის მართვასა და კონტროლს:

.   სამეცნიერო   საბჭო რექტორის წარდგინებით ამტკიცებს თსას-ის სტრატეგიული განვითარების გეგმას, ისმენს და ამტკიცებს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების ანგარიშს.

.  ფაკულტეტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ამტკიცებს ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს, მასში ცვლილებებსა და დამატებებს.

.  ფაკულტეტების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებებს საგანმანათლებლო პროგრამების შერწყმის/გაერთიანების ან გაუქმების შესახებ.

. რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს გადაწყვეტილებებს თსას-ის სასწავლო-საგანმანათლებლო დანაყოფების შექმნისა და გაუქმების შესახებ;

. სასწავლო დარგში პრორექტორის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო პროცესში გამოსაყენებელ ტიპურ ფორმებს (უწყისი, სასწავლო ბარათი და სხვა);

.  ხარისხის უზრუნვბელყოფის  მართვის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს კურიკულუმისა და სილაბუსების შიდასახელმძღვანელო სტანდარტებსა და მათს უნიფიცირებულ ფორმებს;

. ”მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებებში   აკადემიური თანამდებობების დაკავების წესის” შესაბამისად, თსას-ის აკადემიური პერსონალიდან შერჩეულ კანდიდატებს  ანიჭებს პროფესორის წოდებას და წარუდგენს რექტორს სათანადო ბრძანების გამოსაცემად;

.   რექტორის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლებლის აკადემიური პერსონალის დატვირთვის წესს;

.  კოორდინაციას უწევს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით  საქმიანობას, საგარეო და საერთაშორისო ურთიერთობებს;

. ზედამხედველობას უწევს თსას-ის ფინანსური სახსრებისა და  სხვა   მატერიალური ქონების მართვას;

.  ამტკიცებს სადოქტორო პროგრამებსა და სადისერტაციო ნაშრომების თემებს;

.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წარუდგენს სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შესაყვან კანდიდატურებს;

.  წარუდგენს რექტორს რეკომენდაციებს იმ პირთა შესახებ,  რომელთაც სურვილი აქვთ გახდნენ თსას-ის პედაგოგები;

. გეგმავს და მეთვალყურეობას უწევს სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კვლევების ჩატარებას;

.   მეთვალყურეობს სამეცნიერო მუშაობის წარმართვასა და განიხილავს შედეგებს;

.   ორგანიზებას უწევს და ატარებს სამეცნიერო კონფერენციებს;

.  ხელმძღვანელობს და მეთვალყურეობს სახელმძღვანელოების მომზადებასა და თსას-ის საგამომცემლო საქმიანობას;

.  თსას-ის რექტორი ნიშნავს სამეცნიერო საბჭოს სწავლულ მდივანს, რომელიც ამზადებს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს, ადგენს სხდომათა ოქმებსა და თვალყურს ადევნებს მათს შესრულებას;

.     სამეცნიერო საბჭოს წევრებს ამტკიცებს რექტორი;

. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებანი სავალდებულოა თსას-ის ყველა სტრუქტურული ერთეულისათვის;

. სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე და   სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოქვეყნდეს ცალკე აქტის, გადაწყვეტილების სახით. ამ შემთხვევაში ოქმი ცხადდება გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.

 

  1. სტუდენტი

 

  თსას-ში მიღება, გამოშვება და გარიცხვა

6.1.      სტუდენტი არის პირი, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესების შესაბამისად ჩაირიცხა და სწავლობს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;

6.2. სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, შინაგანაწესით,  სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესებით, ასევე – სასწავლებელსა და სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

სტუდენტს უფლება აქვს:

ა)  მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ)  მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;

გ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს თსას-ის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და თსას-ის  სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

თსას-ი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისათვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნითა და სხვა შეღავათების დადგენით;

სტუდენტთა ცხოვრების წესი და ქცევის ნორმები თსას-ში დგინდება ქრისტიანული ეთიკისა და საეკლესიო კანონების ძირითადი პრინციპების საფუძველზე. სტუდენტები მოვალენი არიან პატივი სცენ და დაემორჩილონ საეკლესიო იერარქიას, დაიცვან თსას-ის შინაგანაწესით განსაზღვრული მოთხოვნები, იცხოვრონ ეკლესიურად, მონაწილეობა მიიღონ ღვთისმსახურებაში, თსას-ის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლონ ყველა საგანი.

 

6.3. ბაკალავრიატი

თსას-ის უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) აბიტურიენტის ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის მინიჭების საფუძველია კანონმდებლობით დადგენილი წესით ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისა  და თსას-ის მიერ ორგანიზებული შიდა  გამოცდ(ებ)ის ჩაბარება;

6.3.1.  აბიტურიენტი ვალდებულია სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად  რექტორის აქტით დადგენილ ვადებში გაიაროს პირველადი რეგისტრაცია. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს თსას-ის, ოფიციალურ ვებგვერდზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები;

6.3. 2. პირველადი რეგისტრაცია მოიცავს ადმინისტრაციულ (შემდეგში-ადმინისტრაციული რეგისტრაცია) და აკადემიურ (შემდეგში-აკადემიური რეგისტრაცია) ნაწილს;

6.3.3.  ადმინისტრაციული რეგისტრაცია  გულისხმობს თსას-ის  მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენას და ხელშეკრულების გაფორმებას. ადმინისტრაციული რეგისტრაციისას, წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება რექტორის სახელზე, რომლის ფორმას სტუდენტი მიიღებს თსას-ში;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დედანი და ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი დედნის წარმოდგენით;
  • 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3X4 და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირების შემთხვევაში);
  • შევსებული სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია, რომელიც აბიტურიენტს შეუძლია მიიღოს თსას-ში, ან/და ჩამოტვირთოს სასწავლებლის ოფიციალური ვებგვერდიდან.

6.3.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ აბიტურიენტი აფორმებს ხელშეკრულებას თსას-თან. შეთავაზებული ხელშეკრულება არის ტიპური ფორმისა, რომლის ნიმუშ(ებ)ი გამოკრულია თსას-ის  საინფორმაციო დაფაზე.  თუ აბიტურიენტი არასრულოწლოვანია, მასთან ერთად ხელშეკრულებას ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელი;

6.3.4.  აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებზე სტუდენტის დარეგისტრირებას ამ წესის შესაბამისად;

6.3.5. რეგისტრაციის შედეგების საფუძველზე  აბიტურიენტის ჩარიცხვა ფორმდება  რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არაუგვიანეს შესაბამისი სასწავლო წლის 1-ლი ოქტომბრისა;

6.3.6. ის აბიტურიენტი, რომელმაც მოიპოვა თსას-ში სწავლის უფლება, მაგრამ ვერ მოხვდა 6.3.5. პუნქტით განსაზღვრულ ერთიან აქტში რეგისტრაციის დადგენილ ვადაში თსას-ისათვის მიუმართაობის გამო, უფლებამოსილია მიმართოს სასწავლებელს ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე.

6.4. მაგისტრატურა

თსას-ის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა)  მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვა და სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება თსას-ის მიერ ორგანიზებული შიდა  გამოცდ(ებ)ის შედეგების საფუძველზე.

6.4.1. თსას-ის  მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარების მიზნით მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტის სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები;

6.4.2. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები დგინდება რექტორის მიერ გამოცემული შიდანორმატიული აქტით, რომელიც განთავსდება სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე;

6.4.3.   მაგისტრანტობის კანდიდატის პირველადი მიღება-რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

   ადმინისტრაციული რეგისტრაცია რა დროსაც მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ბაკალავრის დიპლომის, კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსებულ დიპლომის დანართის დედანი და ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი;
  • 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3X4 და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირების შემთხვევაში);
  • შევსებული სპეციალური განაცხადი-აპლიკაცია, რომელიც მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია მიიღოს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ან/და ჩამოტვირთოს სასწავლებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან;
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამა.

6.4.4.  თსას-ის მიერ ორგანიზებული შიდა გამოცდა

თსას-ის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის პროგრამა უნდა განთავსდეს სასწავლებლის ვებგვერდზე. შიდა გამოცდის ჩატარების წესი, ასევე საპრეტენზიო განცხადებების განხილვის ვადები დგინდება რექტორის ადმინისტრაციული აქტით, რომელიც განთავსდება სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე. შიდა გამოცდის შედეგები, თუ ზეპირია, ქვეყნდება იმავე დღეს საინფორმაციო დაფაზე, ხოლო წერითისა  ქვეყნდება სასწავლებლის ვებგვერდზე. ზეპირი გამოცდის საპრეტენზიო განაცხადები მიიღება საგამოცდო შედეგების გამოქვეყნებისთანავე. მაგისტრანტობის კანდიდატებს საპრეტენზიო განცხადებზე შეუძლიათ იმუშაონ ადმინისტრაციის მიერ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ აუდიტორიაში ლიტერატურის გამოყენების გარეშე და წარუდგინონ საპრეტენზიო საბჭოს 1800 საათამდე, რომლის შემდეგ განაცხადები აღარ მიიღება. წერითი გამოცდის  საპრეტენზიო განცხადების განხილვის ვადა არ შეიძლება იყოს გამოცდის შედეგების სასწავლებლის ვებ- გვერდზე გამოქვეყნებიდან 3 დღეზე ნაკლები. მაგისტრანტობის კანდიდატთა საპრეტენზიო განცხადებებს განიხილავს საპრეტენზიო საბჭო, რომელიც იქმნება რექტორის აქტით. საპრეტენზიო საბჭო არ შეიძლება შედგებოდეს იმ პირებისაგან, რომლებიც მონაწილეობდნენ მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებაში.

  1. 4.5. ხელშეკრულების გაფორმება

თსას-ის  მიერ განსაზღვრული სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და რექტორის ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, მაგისტრანტობის კანდიდატთან ფორმდება ხელშეკრულება. შეთავაზებული ხელშეკრულება არის ტიპური ფორმისა, რომლის ნიმუშ(ებ)ი გამოკრულია თსას-ის საინფორმაციო დაფაზე, ასევე ატვირთულია სასაწავლებლის ვებგვერდზე. სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

6.4.6. აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებზე სტუდენტის დარეგისტრირებას ამ წესის შესაბამისად;

6.4.7. რეგისტრაციის შედეგების საფუძველზე  თსას-ში მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვა ფორმდება თსას-ის რექტორის ერთიანი აქტით, რომელიც გამოიცემა არა უგვიანეს იმავე სასწავლო წლის 15 ოქტომბრისა.

6.5.  დოქტორანტურა

თსას-ის უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) დოქტორანტობის კანდიდატის ჩარიცხვა და სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება თსას-ის მიერ ორგანიზებული შიდა  გამოცდ(ებ)ის შედეგების საფუძველზე;

6.5.1. თსას-ის  მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩაბარების მიზნით დოქტორანტობის  კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს რეგისტრაციის თაობაზე რექტორის აქტის სასწავლებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები;

6.5.2.  დოქტორანტობის  კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები დგინდება რექტორის მიერ გამოცემული შიდანორმატიული აქტით, რომელიც განთავსდება სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე;

6.5.3.   დოქტორანტურაში ჩარიცხვა და სწავლა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დამტკიცებული დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულებით.

                        6.6.  სტუდენტების სასწავლო წელზე/სემესტრზე რეგისტრაცია

6.6.1. აბიტურიენტები და მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც ჩაირიცხნენ  თსას-ში, ჩარიცხვის ყოველ მომდევნო სასწავლო წელს ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია სტატუსის შესანარჩუნებლად და მომდევნო სემესტრში/სასწავლო წელს სწავლის გასაგრძელებლად ამ წესით დადგენილ ვადებში და წესით.

  6.7.  ადმინისტრაციული რეგისტრაცია

6.7.1. ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადების ამოწურვის შემდეგ, თსას-ი უფლებამოსილია შეაჩეროს სტუდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და შეუჩეროს სტუდენტს სტატუსი.

6.8.   აკადემიური რეგისტრაცია

6.8.1. აკადემიურ რეგისტრაციას სტუდენტი გადის კონკრეტულ ფაკულტეტზე სპეციალური შევსებული ფორმის წარდგენით, ან/და სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ სასწავლო კურსებზე ელექტრონულად დარეგისტრირებით (სტუდენტები ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებენ სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში შესაბამისი ფუნქციის ამოქმედების შემდეგ). სტუდენტი ვალდებულია აკადემიური რეგისტრაცია გაიაროს რექტორის აქტით დადგენილ ვადებში (ასეთი ვადები დგინდება აკადემიური კალენდრის დამტკიცების აქტით). თუ სტუდენტი დადგენილ ვადებში არ გაივლის აკადემიურ რეგისტრაციას, თსას-ი  უფლებამოსილია ამ წესით დადგენილი სემესტრული დატვირთვის ფარგლებში სტუდენტი ავტომატურად დაარეგისტრიროს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე;

6.8.2. სტუდენტი სემესტრის განმავლობაში  უნდა დარეგისტრირდეს საგანმანათლებლო პროგრამის საშუალოდ 30 კრედიტის შესაბამის სასწავლო კურსებზე. დამამთავრებელი სემესტრის/სასწავლო წლის სტუდენტები, საგანმანათლებლო პროგრამის დარჩენილი კრედიტების რაოდენობის გათვალისწინებით, სემესტრში შეიძლება დარეგისტრირდნენ ნაკლები ან მეტი კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს  45 კრედიტისა სემესტრში) სასწავლო კურსებზე. სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, სტუდენტის სასწავლო წლიური უნდა იყოს მინიმუმ 60 კრედი, მაგრამ წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტის.

                          6.9.   სტუდენტთა საიდენტიფიკაციო ნომერი და ბარათი

6.9.1. ყველა სტუდენტს პირველადი რეგისტრაციის შემდეგ ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი. ეს ნომერი დაფიქსირებულია მის საიდენტიფიკაციო ბარათზე. სტუდენტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია (აკადემიური მოსწრება და სხვ.) არის კონფიდენციალური და ამიტომ მათი საჯაროდ გამოცხადება ხდება არა გვარების, არამედ საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით;

6.9.2. სტუდენტები ვალდებულნი არიან თან იქონიონ საიდენტიფიკაციო ბარათი და წარადგინონ ისინი სასწავლებლის თანამშრომლების მოთხოვნისას;

6.9.3. თსას-ში შესასვლელად და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით სარგებლობისათვის საჭიროა საიდენტიფიკაციო ბარათის წარდგენა;

6.9.4. საიდენტიფიკაციო ბარათი უფასოა. იგი სტუდენტს ეძლევა სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა;

6.9.5. საიდენტიფიკაციო ბარათის დაკარგვის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ფაკულტეტის ადმინისტრაციას.

                            6.10.  სტუდენტთა პერსონალური მონაცემები

6.10.1. სტუდენტის პერსონალური მონაცემები  წარმოადგენს კონფიდენციალური ტიპის ინფორმაციას და არ ექვემდებარება გახმაურებას სტუდენტის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა;

6.10.2. სტუდენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ფაკულტეტის ადმინისტრაციას პირადობის მოწმობის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის ნომრის გამოცვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში თსას-ი იხსნის პასუხისმგებლობას მისთვის ცნობილ/მიწოდებულ მისამართზე გაგზავნილი ინფორმაციის მიუღებლობით გამოწვეული ზიანისათვის.

                     6.11.  აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურები

6.11.1. პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს;

6.11..2. მეორე საფეხური (მაგისტრატურა) – საგანამანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს;

6.11..3. მესამე საფეხური (დოქტორანტურა) – საგანამანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.

                         6.12.   სწავლების ენა

სწავლების ენა არის ქართული. სხვა ენაზე დასაშვებია საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული სასწავლო კურსების შეთავაზება, მისი გავლის წინაპირობად უცხოური ენის ფლობის დადგენა და/ან გამოსაყენებელი ლიტერატურის უცხოურ ენაზე მითითება.

                       6.13.   თსას-ში სწავლის ხანგრძლივობა

6.13.1. თსას-ში საბაკალავრო სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადაა 4 წელი, ანუ 8 სემესტრი;

6.13.2. სამაგისტრო სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადაა 3 წელი, ანუ 6 სემესტრი;

6.13.3. სადოქტორო სწავლების პროგრამით განსაზღვრული ვადაა 3 წელი, ანუ 6 სემესტრი;

 

6.14.   საკრედიტო სისტემა

6.14.1.თსას-ში სტუდენტთა საქმიანობის შესაფასებლად გამოიყენება კრედიტი, რომელიც გამოხატავს სტუდენტის მიერ ერთი სასწავლო კურსის ასათვისებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, გამოხატულს დროის ერთეულში – საათებში;

6.14.2. სტუდენტის დატვირთვა შეიძლება მოიცავდეს:

ა) ლექციაზე დასწრებას, სამუშაო ჯგუფში მუშაობას ან პრაქტიკულ მეცადინეობას;

ბ) დამოუკიდებელ მეცადინეობას;

გ) სასწავლო პრაქტიკას;

დ) გამოცდების მომზადება-ჩაბარებას;

ე) სასწავლო-სამეცნიერო ნაშრომზე (საკურსო, საბაკალავრო, სამაგისტრო ნაშრომი, მოხსენება კონფერენციაზე და სხვა) მუშაობას;

ვ) ნაშრომის დაცვას.

6.14.3. სტუდენტის დატვირთვის  კომპონენტების შერჩევა ხდება საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე;

6.14.4. კრედიტების დაანგარიშების საფუძვლად აღებულია ევროპული სისტემა (ECTS). ერთი კრედიტი მოიცავს სტუდენტის სასწავლო დატვირთვას 25 ასტრონომიული საათის განამავლობაში. სტუდენტის დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს, რაც შეესაბამება სასწავლო საქმიანობის 1500 ასტრონომიულ საათს;

6.14.5. თსას-ში  ყველა სასწავლო კურსი არის მინიმუმ ერთ სემესტრიანი.

                           6.15.   სტუდენტის სტატუსის შეჩერება

 

  1. პირადი განცხადება (მიზეზის მითითებით);
  2. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
  3. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა;
  4. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;
  5. უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;
  6. ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
  7. სხვა საფუძველი, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის სტუდენტის მიერ სწავლის გაგრძელებას მიმდინარე ან მომავალი სემესტრის განმავლობაში. აღნიშნული საკითხი შეისწავლება დეკანის მიერ და საფუძვლის საპატიოდ მიჩნევის შემთხვევაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ფაკულტეტის დეკანი შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს რექტორს;

6.15.2.   სტუდენტს პირადი განცხადებით სტატუსის შეჩერება შეუძლია სემესტრის განმავლობაში  დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა. სემესტრის მიმდინარეობისას სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სტუდენტს უუქმდება შუალედური შეფასებები და იგი ვერ შეძლებს მათს გამოყენებას შემდეგ სემესტრ(ებ)ში;

6.15.3. სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროის განმავლობაში თსას-ი და სტუდენტი თავისუფლდებიან ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობების შესრულებისაგან, გარდა იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც წარმოიშვა სტატუსის შეჩერებამდე;

6.15.4. სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი;

6.15.5.  სტუდენტის სტატუსის შეჩერების თაობაზე სტუდენტი წერილობითი განცხადებით მიმართავს თსას-ის რექტორს.

                        6.16.   სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

6.16.1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

  1. თსას-ში სწავლის პერიოდში სტუდენტის სტატუსის 5 წელზე მეტი ხნით შეჩერება;
  2. შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
  3. აკადემიური ჩამორჩენილობა (სამი და მეტი გამოცდის ჩაუბარებლობა; განმეორებითი გამოცდის შემთხვევაში თუნდაც ერთი საგნის ჩაუბარებლობა);
  4. საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დადგენილ ვადებში სტუდენტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული მიზნების მიუღწევლობა;
  5. პირადი განცხადება მიზეზის მითითებით (იწერება რექტორის სახელზე და რეგისტრირდება კანცელარიაში);
  6. კანონიერ ძალაში შესული განაჩენი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის;
  7. თსას-ის შინაგანაწესით ან ხელშკრულებით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენა, რომელიც ითვალისწინებს სტატუსის შეწყვეტას;
  8. გარდაცვალება.

6.16.2. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დგება ბრძანების გამოცემისთანავე.

6.16.3. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა იწვევს თსას-სა და სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტას.

6.16.4. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

                       6.17.   სტუდენტის სტატუსის აღდგენა

6.17.1. სტუდენტის სტატუსის აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს:

1) პირადი განცხადება (იწერება რექტორის სახელზე) სტუდენტის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით;

2) გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალში შესვლა, თუ სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გამო;

6.17.2. სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სტუდენტი სწავლას აგრძელებს შესაბამისი ეტაპიდან.

6.18.   საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლა ან გაუქმება

6.18.1. საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესების, პროგრამის დახვეწის ან უკეთესის შეთავაზების მიზნით სასწავლებელმა შეიძლება შეცვალოს ან გააუქმოს საგანმანათლებლო პროგრამა;

6.18.2. საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში თსას-ისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი პროგრამის სტუდენტების განათლებით შემდგომი უზრუნველყოფა;

6.18.3. სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველსაყოფად, მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილების (მაგ. სასწავლო კურსის დამატება, შეცვლა, გაუქმება) შეტანის შემთხვევაში, ცვლილებები არ გავრცელდება საგანმანათლებლო პროგრამაზე რიცხული სტუდენტების მიერ უკვე გავლილ სასწავლო კურსებსა და მოპოვებულ კრედიტებზე;

6.18.4. მიმდინარე პროგრამის გაუქმების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებამდე ფაკულტეტის დეკანი, სტუდენტთა ინტერესების დაცვისა და მათი შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მიზნით, ვალდებულია შეისწავლოს გასაუქმებელი პროგრამის სასაწავლებელში განხორციელებად მომიჯნავე პროგრამასთან გაერთიანების შესაძლებლობის საკითხი;

6.19.5. სტუდენტთა შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მიზნით, თსას-ში დასაშვებია მხოლოდ მომიჯნავე პროგრამების გაერთიანება საგანმანათლებლო პროგრამების მიმდინარეობის პირველი და მეორე სასწავლო წლის განმავლობაში. გაერთიანებული პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტების მიერ უკვე გავლილი სასწავლო კურსების აღიარებას შესაბამისი კრედიტებით;

6.19. კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) გაცემა

6.19.1. სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო  საფეხურზე სწავლა დამთავრებულად ითვლება და მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა დაძლია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა სასწავლო კურსი და დააგროვა კვალიფიკაციის მისაღებად  კრედიტების საჭირო რაოდენობა;

6.19.2. შესაბამისი ფაკულტეტის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებისა და ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობის საფუძველზე, დიპლომისა და კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დანართი სტუდენტზე გაიცემა რექტორის მიერ. პირს, რომელმაც ვერ ან არ დაასრულა შესაბამისი საგანმანთლებლო საფეხური, შესაძლოა მიეცეს სათანადო მოწმობა.

 

  1. 7. თსას-ის საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცია

7.1. საგანმანათლებლო პროცესი თსას-ში ხორციელდება ამავე სასწავლებელში შემუშავებული პროგრამებისა და სასწავლო გეგმების საფუძველზე, რომლებიც მტკიცდება სამეცნიერო საბჭოს მიერ;

7.2. სწავლების პროცესში ყველა დონეზე ჩართულია როგორც ძირითადი, ისე დამატებითი (სპეციალური) საგანმანათლებლო პროგრამები. საგნების პროგრამები ურთიერთგამომდინარეა – ყოველი შემდეგი ეყრდნობა წინა პროგრამას;

7.3.  სტუდენტები, რომლებმაც  შეასრულეს კონკრეტული ფაკულტეტის სასწავლო გეგმა, სრული კურსის გავლის შემდეგ დაიშვებიან სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე. სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების თემატიკა უნდა დამტკიცდეს სწავლების მეორე  სემესტრის დასაწყისში, არაუგვიანეს 01 მარტისა;

7.4.   მეცადინეობის განრიგი, მათ შორის – აკადემიური საათის ხანგრძლივობა და შესვენებები, ასევე  სტუდენტთა სასწავლო დატვირთვა, მტკიცდება თსას-ის სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად;

7.6.   სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. თითოეული სემესტრი სრულდება დასკვნითი გამოცდებით;

7.7.   თსას-ში გამოიყენება სწავლების შემდეგი ძირითადი სახეები: ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობა, წერითი სამუშაო, კონსულტაცია, სტუდენტთა დამოუკიდებელი მეცადინეობა, საკურსო ნაშრომი, რეფერატი, სადიპლომო ნაშრომი,  ქადაგება;

7.8.  თსას-ში გამოიყენება აკადემიური მოსწრების შეფასების ასქულიანი სისტემა;

7.9. უმაღლესი თეოლოგიური განათლების სამივე საფეხურზე   სასწავლო პროგრამების ათვისება მთავრდება სათანადო რაოდენობის კრედიტების დაგროვების, სამაგისტრო  ნაშრომისა და სადისერტაციო ნაშრომის დაცვისა დაცვის გზით;

 

  1. 8. თსას-ის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა

თსას-ი თავის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მართლმადიდებლური საეკლესიო მოძღვრებისა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციების სიღრმისეულად შესწავლას.

8.1. თსას-ის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას აქვს შემდეგი ძირითადი მიმართულებები: საღვთისმეტყველო, ბიბლიოლოგიური, ანთროპოლოგიური, საეკლესიო-პრაქტიკული, საეკლესიო-ისტორიული, ფილოლოგიური, ფსიქოლოგიური, ხელოვნებათმცოდნეობითი, რელიგიათმცოდნეობითი;

8.2. თსას-ის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, პროგრამებსა და გეგმებს ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო;

8.3. თსას-ის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა წარიმართება თსას-ის კათედრებზე და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში;

8.4 .სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის განსახორციელებლად სპეციალისტები შეიძლება მოწვეულ იქნენ ხელშეკრულების საფუძველზეც;

8.5.  თსას-ში სტაჟირება შეუძლიათ გაიარონ სხვადასხვა სამეცნიერო-სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების თანამშრომლებმა ხელშეკრულებისა და შეთანხმების საფუძველზე;

8.6. თსას-ი ახორციელებს თანამშრომლობას როგორც ადგილობრივ, ისე უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან უმაღლესი განათლებისა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების, პედაგოგიური საქმიანობისა და სამეცნიერო-კვლევითს სფეროში.

  1. თსას-ის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა

9.1. თსას-ის წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს საპატრიარქო სარგებლობაში გადასცემს მას უძრავ-მოძრავ ქონებას  უსასყიდლოდ მოსახმარებლად. თსას-ი ამ ქონების გამოყენება-დაცვაზე პასუხისმგებელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე;

9.2.   თსას-ის საქმიანობა ფინანსდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის საფუძველზე; თსას-ის ფინანსურ საქმეებს ხელმძღვანელობს პრორექტორი სამეურნეო დარგში. მისი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება თსას-ის თანამდებობრივი ინსტრუქციით;

9.3.   თსას-ს აქვს უფლება მოიზიდოს დამატებითი სახსრები ნებაყოფლობითი შემოწირულობების, რელიგიური დანიშნულების ნივთებისა და საღვთისმეტყველო-რელიგიური ლიტერატურის (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, საინფორმაციო დისკები და სხვა) გავრცელებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წესებსა და კანონებს;

9.4.   თსას-ი ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში ფულადი ოპერაციების საწარმოებლად და ფინანსური სახსრების შესანახად;

9.5.   თსას-ში საბუღალტრო და სტატისტიკური აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თსას-ის საქმიანობის ფინანსური რევიზია ტარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განკარგულებით;

9.7.   თსას-ს უფლება აქვს უსასყიდლოდ მიიღოს  საკუთრებაში ან სარგებლობისათვის საეკლესიო შენობა-ნაგებობები მიწის ნაკვეთებით, რელიგიური წარმომავლობისა და დანიშნულების ქონება, მათ შორის – კულტურისა და ისტორიის ძეგლები. მითითებული საფუძვლით მიღებული უძრავ-მოძრავი ქონება არ შეიძლება იყოს გასხვისებული, არ შეიძლება მათზე კრედიტორების პრეტენზიების მიხედვით ანაზღაურების მოთხოვნა, არ შეიძლება მათი გირაოში ჩადება. თსას-ისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული, ასევე კანონიერ საფუძველზე შეძენილი ქონება წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებას;

9.8.   თსას-იდან გასული ყველა ოფიციალური დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს რექტორის  ან, რექტორის ნებართვით, სხვა ოფიციალური პირის მიერ.

 

  1. თსას-ის თანამშრომელთა, სტუდენტთა და მომსახურე პერსონალის უფლება-მოვალეობანი

10.1.       თსას-ი თანამშრომლებს იღებს და ათავისუფლებს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. შესაძლებელია, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდეს საკონკურსო შერჩევა, რომლის შედეგებიც მტკიცდება თსას-ის სამეცნიერო საბჭოზე. თსას-ში უზრუნველყოფილია შრომითი ხელშეკრულებით მიღებული პედაგოგებისა და თანამშრომლების საბუთების აღრიცხვა და დაცვა. თსას-ის აკადემიური, სამეცნიერო  და დამხმარე პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:

ა )  პირადი განცხადება;

ბ)   ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ)  დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების  დარღვევა;

დ)  რექტორის ლოცვა-კურთხევის შეუსრულებლობა;

ე)  შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

ვ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

10.2. თსას-ის სტუდენტთა, თანამშრომელთა, მომსახურე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება მოქმედი დებულებით, შინაგანაწესითა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით;

10.3.  თსას-ის სტუდენტები სარგებლობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების უფლებით, აკადემიური შვებულებითა და ყოველწლიური არდადეგებით;

10.4. თსას-ს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში სტუდენტები უზრუნველყოს საერთო საცხოვრებლით. საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სტუდენტები მოვალენი არიან დაიცვან პანსიონის შინაგანაწესი;

10.5.  თსას-ს უფლება აქვს, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს სტუდენტები სამჯერადი უფასო კვებით საკუთარ სატრაპეზოში;

10.6.  თსას-ში სასწავლო პროცესის შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით მოქმედებს ბიბლიოთეკისა და კომპიუტერული სამსახურები, რომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით.

  1. თსას-ის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

11.1.   თსას-ის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით;

11.2. ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნიშნავს სალიკვიდაციო კომისიას და მის თავმჯდომარეს, რომელიც ახორციელებს ლიკვიდაციის პროცესს;

11.3. სალიკვიდაციო კომისიას გადაეცემა თსას-ის მმართველობის ყველა უფლებამოსილება. იგი ავლენს კრედიტორებს, ანგარიშს უსწორებს თანამშრომლებს და ადგენს სალიკვიდაციო ბალანსს;

11.4.  თსას-ის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და ყოველგვარი დოკუმენტაცია გადაეცემა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

  1. თსას-ის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

12.1.  თსას-ის დებულებას,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამტკიცებს რექტორი;

12.2.  დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იმავე წესით.

June 23, 2018

0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის დებულება"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>