სამეცნიერო კონფერენცია თავდაცვის აკადემიაში

2018 წლის 1 მაისს (სამშაბათს) ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტარდება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებს თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაც: დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, მღვდელი ნიკოლოზ სხულუხია, მღვდელი ვლადიმერ ვახტანგაძე და აკადემიის I კურსის სტუდენტი თორნიკე გოგინაშვილი. კონფერენციაზე მღვდელი ვლადიმერ ვახტანგაძე წარდგება მოხსენებით: ”საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ქართული სახელმწიფო”.

April 27, 2018

0 Responses on სამეცნიერო კონფერენცია თავდაცვის აკადემიაში"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>