ყველას გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს | სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

ყველას გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს

მსოფლიო ეკლესია დღეს გამოცხადების დიდ საიდუმლოს ზეიმობს. ამ დღეს მდინარე იორდანის წყალში უფალმა იესო ქრისტემ ნათელი იღო მისი წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის ხელით. იოანე შეაძრწუნა უფლის ხილვამ იორდანეში წყლითა და სინანულით მოსანათლავთა შორის: “მე მიხმს შენ მიერ ნათლისღებაი და შენ ჩემ თანა მოხუალა?” მაგრამ იესომ მიუგო: “ჯერ არს ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე”, და სიმდაბლით მოუდრიკა მას თავი ნათლისსაღებად. მაშინ გაისმა ხმა ზეცით: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ!” ეს იყო ხმა მამა ღმერთისა, ხოლო სულიწმინდა მტრედის სახით გადმოეშვა ციდან და მხარზე დაადგრა იესოს. ასე გამოეცხადა ახალი აღთქმის ეპოქაში კაცობრიობას წმინდა სამება. ამიტომაა, რომ ნათლისღების დღესასწაული გამოცხადებად ან, ბერძნულის მიხედვით, ეპიფანიად იწოდება.

ყველას გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს! დაე, იესოს ნათელმა დაიმკვიდროს ჩვენს გულებში, იესოს ნათელი მოეფინოს ჩვენს საქართველოს!

ტროპარი:

რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ უფალო,
მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა.
რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა
და საყუარელად ძედ სახელგდვა შენ.
და სული წმიდა სახითა ტრედისათა
დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცთომელობასა.
რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო,
და სოფელი განანათლე,
დიდებაჲ შენდა!

კონდაკი:

განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა
და ნათელი შენი, უფალო,
აწ გამოისახა ჩვენ ზედა,
მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა.
მოხვედ და განსცხადენ,
ნათელო შეუხებელო.

January 18, 2018

0 Responses on ყველას გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>