საქართველოს უსაფრთხოება ადგილობრივ და გლობალურ კონტექსტში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ამა წლის 22 დეკემბერს დასრულდა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით “საქართველოს უსაფრთხოება ადგილობრივ და გლობალურ კონტექსტში”. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორები და ინსტრუქტორები, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას გაფორმებული აქვს მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ტარდება სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურული თუ სხვა სახის ღონისძიებები. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა აღნიშნული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები.
საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარდგნენ ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია (მოხსენება თემაზე: “საქართველო გამოწვევების წინაშე”).
დეკანოზი არჩილ ხაჩიძე (მოხსენება თემაზე “ქრისტიანული ცნობიერების მნიშვნელობა მოქნილი და პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოების ფორმირებისა და შენარჩუნების საქმეში”).

კონფერენცია გახსნა აკადემიის სასწავლო სამსახურის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ მჭედლიშვილმა. კონფერენციის მსვლელობისას განხილულ იქნა ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების თეორიები, საქართველოს საპენსიო რისკები და გამოწვევები, საქართველოს როლი და ადგილი გლობალურ სამყაროში, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები, ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული გამოწვევები და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხები.

სამეცნიერო კონფერენცია მონაწილეებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია და იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. ამასთ ერთად, მსგავსი კონფერენციები ემსახურება უმაღლეს სასწავლებლებს შორის სასწავლო-სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას.

December 22, 2017

0 Responses on საქართველოს უსაფრთხოება ადგილობრივ და გლობალურ კონტექსტში"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>