პატრიარქის ინტრონიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენა

ამა წლის 19 დეკემბერს, თბილისის სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, წირვის დასრულების შემდეგ გაიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ინტრონიზაციისადმი მიძღვნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის ქსოვილების მხატვრული დამუშავების სახელოსნოში შესრულებული სტუდენტთა ნამუშევრები: თექა, ბატიკა, ვიტრაჟი, ჯვრული ქარგვით შემკული ნაკეთობანი, ფერწერული სურათები…
სახელოსნოს ხელმძღვანელი – სილვა წერეთელი,
ჯვრული ქარგვის პედაგოგი – ნინო გაბური.
ნამუშევრების ავტორები – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების საბაკალავრო საფეხურის III კურსის სტუდენტები: ნანა წიკლაური, თეა ნოზაძე, ნათია ჟღენტი, II კურსის სტუდენტი – ლიკა გაბისონია, კურსდამთავრებული – ლიზი სპანდერაშვილი.
ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულების საბაკალავრო საფეხურის II კურსის სტუდენტები: მარიამ მარგალიტაშვილი და ლანა გაგნიძე.

December 20, 2017

0 Responses on პატრიარქის ინტრონიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>