პირველი დაცვა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

2017 წლის 11 დეკემბერს, 10 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტ ირაკლი ორჟონიას სადოქტორო დისერტაციის დაცვა თემაზე: “ეკლესიის მამათა ჰექსემერონული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი”.
ნაშრომი შესრულებულია თსას-ის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრაზე (მიმართულება – პატროლოგია).
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე – უწმინდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.

სხდომას უძღვებოდა სადისერტაციო საბჭოს თანათავმჯდომარე – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
სამეცნიერო ხელმძღვანელი – ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.

დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომმა მაღალი აკადემიური შეფასება დაიმსახურა და სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ორჟონიას მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ისტორიაში ირაკლი ორჟონია არის პირველი დოქტორანტი, რომელმაც სასწავლებლის სადისერტაციო საბჭოს თავისი საკვალიფიკაციო ნაშრომი წარუდგინა და წარმატებით დაიცვა. დაცვას ესწრებოდნენ სადისერტაციო და სამეცნიერო საბჭოს წევრები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საღვთისმეტყველო საკითხებით დაინტერესებული საზოგადოება.

ღონისძიების მეორე ნაწილი მიეძღვნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ისტორიაში ამ მოვლენის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო სხდომას, რომელსაც ესწრებოდნენ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, კულტურისა და განათლების სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები.

 

 

December 11, 2017

0 Responses on პირველი დაცვა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>