წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია

წელს წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წელი სრულდება. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს მიეძღვნა ორდღიანი ღონისძიება, რომელიც ერთობლივად მოაწყო საქართველოს საპატრიარქომ და თბილისის სასულიერო აკადემიამ.
7 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც უძღვებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. წაკითხული იქნა სამი მოხსენება. ფილოლოგიის დოქტორმა ლადო მინაშვილმა წაიკითხა: “ილია ჭავჭავაძე – საქართველოს თანამდევი უკვდავი სული.” ფილოლოგიის დოქტორმა გურამ ბენაშვილის მოხსენების სახელწოდება იყო: “ანალიტიკური აქცენტები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან.” მესამე მოხსენებით გამოვიდა თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორი, ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა მემანიშვილი-კალანდარიშვილი. მისი შრომის სახელწოდებაა: “ილია ჭავჭავაძის ჰომილეტიკური ხასიათის პუბლიცისტიკა.”

სტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსი როინ მეტრეველი და პროფესორი დიმიტრი შველიძე.
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდმა დააწესა ყოველწლიური ჯილდო, ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის. ამ პრემიის პირველი მფლობელი მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გახდა. კონფერენციის მუშაობას განსაკუთრებული ხიბლი ვაჟთა გუნდის მიერ შესრულებულმა საგალობელმა და “ჩემო კარგო ქვეყანამ” შესძინა.

ღონისძიების დასასრულს თავად უწმინდესმა ისაუბრა წმინდა ილია მართლის ღვაწლის შესახებ.
“ქალბატონებო და ბატონებო,
გულითადად მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ, რომ მობრძანდით ჩვენთან!
წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული. ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია. თვითონ სახელი ,,ელია” მოიცავს ღვთის სახელს ორგზის: ,,ელ” _ ღმერთი და ,,იახვე” _ უფალი, ე.ი. _ ღმერთი-უფალი. ასე, ერთ სახელში არის ორჯერ ნახსენები ღმერთი. ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა. nმისი მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ. მათი მიზანი იყო მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, _ ისინი მას არ მოკლავდნენ. დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს, ამინ!
დალოცვილი იყავით, გაიხარეთ!”

8 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა ილია მართლის საფლავზე გადაიხადა პანაშვიდი. მას თან ახლდნენ თბილისის სასულიერო აკადემიის მოძღვრები დეკანოზმა შალვა კეკელია და მღვდელი ნიკოლოზ სხულუხია. პანაშვიდს ესწრებოდნენ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები.

November 8, 2017

0 Responses on წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>