გაეთიანებული პედაგოგიური საბჭოს კრება თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მიმდინარე წლია 6 ოქტომბერს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით შედგა გაერთიანებული პედაგოგიური საბჭოს კრება.
კრება გახსნა აკადემიისა და სემინარიის სწავლულმა მდივანმა, პროფესორმა ლეილა გეგუჩაძემ. მან რემდენიმე საკითხი გამოჰყო თავის სიტყვაში.ესენია: სწავლის დონის კიდევ უფრო ამაღლება, რაც, თავისთავად მოითხოვს პროფესორთაგან მომთხოვნელობის გაზრდას. თუკი აღმოჩნდება, რომ რომელმე სტუდენტის ცოდნა არ შეეფერება სწავლების შესაბამის საფეხურს, რექტორისა და სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტლებით, ის გაირიცხება. ამაზე პასუხისმგებლობა დეკანებს ეკისრება.
ჩვენი სასწავლებლისთვოს ძალზე ,მიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება ჩვენი სტუდენტი, ვინ გახდება მომავალში სასულიერო პირი. მომავალ ღვთისმსახურებად გამორჩევისას საჭირო უნდა გახდეს აკადემიისა და სემინარიის რეკომენდაცია.
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელ გამოცდებზე ბილეთებში უნდა შევიდეს წინა სემესტრებში შესწავლილი უმნიშვნელოვანესი საკითხები.
კიდევ ერთი საკითხია ხუცურის ცოდნის აუცილებლობა. ამ წინადადების ინიციატორი მამა დემეტრე ბრძანებს, რომ ხუცურის ცოდნა ბაკალავრიატის საფეხურის ყველა ფაკულტეტს უნდა ეხებოდეს.
რამდენჯერმე დადგა საკითხი რამდენიმე საგნის დამატების აუცილებლობის შესახებ, ესენია: ასკეტიკა – ფსიქოლოგებთან; ლათინური – დოქტორანტურაში; კოგნიტური ფსიქოლოგია და ქცევის გამოყენებითი ანალიზი – ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე;ჰაგიოგრაფია და იტალიური ენა ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. კოგნიტური ფსიქოლოგია წაიკითხება მეორე სემესტრში ,და ქევის გამოყენებითი ანალიზისთვის დამატებულია ერთი სემესტრი.
დოქტორანტურაში მისაღებ გამოცდებზე უცხო ენაში უკვე გატარდა ბე2 კატეგორიის ცოდნის აუცილებლობა. მიღებულია გადაწყვეტილება ქართული ენის სავალდებულო სწავლების შესახებ ბაკალავრიატში. ამიტონ პროგრამებში შეტანილია ახალი საგანი – მეტყველების კულტურა, რამდენიმე ფაკუტეტმა უკვე პირველივე სემესტრში შეიტანა ცხრილში ეს საგანი.
დადგა სტუდენტთა საზაფხულო შემოქმედებითი პრაქტიკის საკითხიც, კერძოდ ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტზე.ამ საკითხს შეისწავლის სამეცნიერო საბჭო და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
მისაღებ გამოცდებზე გაწეული დიდი შრომისათვის დეკანოზ გიორგი გუგუშვილის ინიციატივით მადლობა გამოუცხადეს თანამშრომლებს: დეკანოზ არჩილ ხაჩიძეს, დეკანოზ ლევან მათეშვილს, გიორგი თოდუას, ნუგზარ ქოქიაშვილს, დიმიტრი დათუკიშვილს, ლუდმილა გელაძეს, გიორგი ორჟონიას, გიორგი ჯულაყიძესა და რევაზ მუჯირიშვილს.

აკადემიის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ, პროფესორებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და რამდენიმე საკითხს შეეხო. ბაკალავრიატში მისაღებმა გამოცდებმა აჩვენა, თუ რა მძიმე მდგომარეობაა სკოლებში ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენს პედაგოგებს ბევრი დრო ეხარჯებათ ამ დანაკლისის გამოსასწორებლად. რაც შეეხება დისციპლინას, ჩვენს სასწავლებელში ეს მაღალ დონეზეა, აღმოფხვრილია გაცდენა-დაგვიანება, სტუდენტები კეთილზნეობით გამოირჩევიან, რაც მთელი პედაგოგიური კოლექტივის დამსახურებაა. სწავლების ხარისხი გაზრდილია, ჩვენი სასწავლებლის სემინარიისა და ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები დიდი წარმატებით აგრძელებენ განათლების მიღებას საქართველოსა და უცხოეთის სასულიერო და საერო უნივერსიტეტებში. წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია დაასრულა ალექსანდრე ნაკაიძემ და ასევე წარმატებით ჩააბარა ასპირანტურაში. აქვე სწავლობენ ვლადიმერ კეჭაყმაძე და ნიკო თალაკვაძე, ათენის უნკვერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის გამორჩეული სტუდენტები ზაქარია ნათენაძე, ნინო საძაგლიშვილი, ნიკოლოზ ღონღაძე, დავით ნებიერიძე, კახა ოსეფაშვილი, თორნიკე მამნიაშვილი. ჩვენგან არიან იქ წარგზავნილები. ჩვენს მაგისტრატურაში სტუდენტთა უმრავლესობა ყოფილი ბაკალავრები არიან, დღეს ისინი ასწავლიან აქვე ან სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. რაც შეეხება ხარვეზებს, ეს ეხება კათედრებს, რომელთაც სასწრაფოდ უნდა დადონ შესაბამისი სახელმძღვანელოები და დამხმარე ლიტერატურა, დასახვეწია საიტის ოპერატიულად მუშაობის მეთოდი.

ხარისხის მართვის სამსახურის თანამშრომელმა ბატონმა დურმიშხან ლაშხმა ისაუბრა სილაბუსების დროულად წარდგენის აუცილებლობის შესახებ. ხარისხის მართვის სამსახურიდან ტექნიკურად ეს ყველაფერი უკვე დამუშვებულია.

სიტყვით გამოვიდა აკადემიის პროფესორი ედიშერ ჭელიძე: აკადემიის სწავლებითი დონე,მისი დღევანდელი მდგომარეობა იმგვარია, რომ უკეთური ზრხვით განწყობილ ადამიანებს სხვა აღარაფერი რჩებათ, თუ არა დანგრეულ კიბის საფეხურზე მითითება. სამწუხაროდ, მოვლენები მიდის იქითკენ, რომ ბრძოლა ეკლესის წინააღმდეგ კიდევ გაგრძელდება. ამიტომ ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე, რამდენადაც ჩვენ სასწავლო დაწესებულებას წარმოვადგენთ,უნდა იყოს სწორედ სწავლაში და სამეცნიერო მუშაობაში გაძლიერება, როგორც საზოგადოდ, ქრისტიანი ძლიერდება ლოცვაში განსაცდელისას..სწავლის პროცესი ორი კომპონენტისაგან შედგება, ერთია გარეგანი, ყოფითი მოწესრიგებულობა და მეორეა მისი შიბაარსი.სწორედ ამ შინაარსის არაჩვეულებრივი დადასტურებაა აკადემიის წიაღში შექმნილი სამეცნიერო ნაშრომები, რაც ჩვენს პერიოდულ გამოცემებში. იბეჭდება. ვისაც მართლა უნდა ჩვენი აკადემიის შეფასება, ეს გამოცემები შეამოწმონ ან დაესწრონ დიპლომების დაცვას.
სოფლის ჩასაფრებულობა არასდროს შეწყდება, რასაც ჩვენ ჩვენი სულიერებისა და პროფესიონალიზმის ზრდით ვუპასუხებთ.

რექტორის სიტყვა
ყველას გვესმის, რომ აკადემიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ეკლესიის, პატრიარქის, ქვეყნის წინაშე, ამ სასწავლებლის პროფილი სხვა სასწავლებელთაგან სრულიად განსხვავებულია, ის სხვა მოვალეობის ქვეშ არის,და ჩვენ ყველანი დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამას.ყველაზე მეტად რაც ჩვენ ამ კედლებში არ გვინდა, ეს არის ზედაპირულობა, მოჩვენებითობა, ფორმალური ქრისტიანობა,უპატიოსნობა, არაეკლესიურობა და დედა ეკლესიისა და პატრიარქის არაერთგულება. ჩვენ ყველანი მოვალენი ვართ,ვუერთგულოთ და გვიყვარდეს ჩვენი ეკლესია და სამშობლო.
ჩვენთან, სასულიერო აკადემიაში ყველა ადამიანი ერთნაირად არის დაფასებული, აქ პატივს მივაგებთ გულწრფელობასა და პირდაპირობას. აქ ყველა თავისუფალია, გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები, შენიშვნები სამეცნიერო საბჭოს წინაშე, თუ რა იქნება უმჯობესი აკადემიის განვითარებისათვის. აკადემიის წინსვლაზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი ეკლესიისა და ერის წინსვლა სულიერების თვალსაზრისით. ამდენად,თითოეული ჩვენგანის ვალია, გამორჩეული ერთგულებით ვემსახუროთ ამ საქმეს, ეს იქნება გარეგნული მოწესრიგებულობა,პუნქტუალობა და ეტიკეტი თუ სალექციო კურსის მაღალ დონეზე მომზადება, საკუთარ თავზე მუშაობა ცოდნის გასაღრმავებლად.
ყურადღება უნდა მიექცეს სილაბუსების დაცვას. ამასთან, სილაბუსებში რეალური ვითარება უნდა იქნას ასახული, მითითებული უნდა იყოს რეალური და სტუდენტისათვის დაძლევადი პროგრამა. დეკანებს ეძლევათ დავალება, რიმ ლექციებზე დასწრება შეამოწმონ. რაც შეეხება მომავალ სასულიერო პირთა კურთხევას, სასწავლებელმა ისეთ ადამიანებს უნდა მისცეს რეკომენდაცია, ვინც იქნებიან თავმდაბალნი, პატიოსნები, მოწესრიგებულები, სიყვარულით სავსე და განათლებულნი. ეს რეკომენდაციები არ უნა იყოს მშრალი და ფორმალური. სასულიერო აკადემიის კედლებში, სწორედ ჩვენი ხელმძღვანელობით უნდა გაიზარდოს ის ფენა, რომელმაც მომავალში სულიერად უნდა მოუაროს ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას.
გარიცხვისადმი ჩვენი პოზიცია ამგვარია: სტუდენტს გაეწევა ყველანაირი შეღავათი. თუ საჭიროა, მათ დამატებითი პედაგოგი დაენიშნება. ამასთან, მიეცემათ დრო, გამოასწორონ დანაკლისები და ჩამორჩენა. ამავე დროს, ყველა სტუდენტი უნდა გრძნობდეს ჩვენგან სითბოსა და სიყვარულს. არ შეიძლება, ჩასაფრებული იყოს ლექტორი მათ მიმართ. ყველა უნდა იყოს სიყვარულისა და მზრუნველობის ქვეშ. გარემო ჩვენთან უნდა იყოს თბილი და სამართლიანი. ჩვენ მივსდევთ ბასილი დიდის სწავლას, რომ ყველაფერი მხოლოდ გამოწვლილვითი შესწავლის შემდეგ უნდა იქნას გადაწყვეტილი. ამასთანავე, იერარქია უნდა დავიცვათ: სტუდენტი სტუდენტის საზომში უნდა დარჩეს და მოძღვრობა არ უნდა გაბედოს.
ყველა პედაგოგი ვალდებულია, გამოაქვეყნოს შრომები. კათედრის გამგეები თვეში ერთხელ უნდა შეხვდნენ კათედრის პედაგოგებს. სილაბუსები სტუდენტებსაც უნდა ჰქონდეს დარიგებული. მათთვისაც აუცილებელია სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება. ფაკულტეტების საბჭოებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ დეკანთან ერთად, თუ ვინ იზრდება სასულიერო აკადემიაში. ეს საბჭოები აქტიურად უნდა მუშაობდეს და არა – ფორმალურად. ჩვენს გაზეთსა და გამომცემლობაში გამოსული ყოველგვარი მასალა მუდამ თავანკარა ქართულზე უნდა იყოს შესრულებული.
საზოგადოდ, აკადემიაში უნდა იყოს განათლებული და სულიერი გარემო, ჩვენ ვდგავართ უწმინდესის გვერდით, პატივს მივაგებთ მის უდიდეს ღვაწლს მთელი ერის წინაშე, ვაცნობიერებთ იმ ტვირთის სიმძიმეს,რასაც ჩვენი პატრიარქი ზიდავს. ჩვენ დიდი ბრძოლის ქვეშ ვიმყოფებით, ეს არის ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. რაც უფრო წარმატებულია ეკლესია და აკადემია, მით უფრო გაძლიერდება ეს ბრძოლა, ეს წუთისოფელი ამგვარად არის მოწყობილი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. აკადემიის წინსვლა და წარმატება ჩვენი ერთობლივი დამსახურებაა. აკადემია ღვთისთვის სათნოა და ამიტომ მისი წყალობის ქვეშაა.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, გისურვებთ წარმატებებსა და ღვთის წყალობას. ჩვენი აკადემიის ოთხივე მოძღვარი, ჩვენი ადმინისტრაცია, პრორექტორები ყოველთვის მზად არიან , სამსახური გაუწიონ თითოეულ თანამშრომელს, პედაგოგსა და სტუდენტს. ამ კედლებში მყოფი ყოველი ადამიანი თავს სრულფასოვან პიროვნებად უნდა გრძნობდეს. ღმერთმა დაგლოცოთ და მოგანიჭოთ ყოველგვარი სიკეთე. ჩვენი პატრიარქის ლოცვითა და ღვაწლით მთელს საქართველოზე იყოს ღვთის დიდი წყალობა!

October 9, 2017

0 Responses on გაეთიანებული პედაგოგიური საბჭოს კრება თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>