სამეცნიერო კონფერენცია

წელს, როგორც ვიცით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წელი შესრულდა. ჩვენი ქვეყნისათვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღი მრავალმა რელიგიურმა და სეკულარულმა ორგანიზაციამ აღნიშნა: თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ, სხვა სასწავლო-კვლევითმა ინსტიტუტებმა. სამეცნიერო და სახელოვნებო ორგანიზაციებმა. ამავე დროს, წელსვე შესრულდა საქართველოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილა მეორის აღსაყდრებიდან ორმოცი წელი.

ამ ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით ამჯერად, 9 და 10 ოქტომბერს, ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის სააქტო დარბაზში. ამ ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი. კონფერენცია რამდენიმე სექციად იმუშავებს. სხვებთან ერთად მასში მონაწილეობენ ჩვენი აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებიც. წარმოგიდგენთ კონფერენციის პროგრამას დღეებისა და სექციების მიხედვით.

09.10.2017 10:00 სთ.
სხდომის თავმჯდომარე არქიმანდრიტი სერაფიმე

დავით ლორთქიფანიძე, (საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი)მისასალმებელი სიტყვა
არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია), (სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრის მოადგილე),
შესავალი სიტყვა სერგო ვარდოსანიძე, (საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი),
„სვეტიცხოველი და პატრიარქი” დიმიტრი თუმანიშვილი,(გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრი; ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია),
„მცხეთის საპატრიარქო ტაძრის, სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრების ისტორიისათვის“ მონაზონი ნინო (სამხარაძე), (მცხეთა, სამთავროს დედათა მონასტერი; ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია),
„სვეტიცხოვლის სკოლის სამგალობლო ტრადიციები ფილიმონ კარბელაშვილის შემოქმედებაში“

09.10.2017 13:00 სთ.
სხდომის თავმჯდომარე ნანა ბურჭულაძე

მზია სურგულაძე, (კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), „სვეტიცხოველი ქართულ ლიტერატურულ ტრადიციაში“
იულონ გაგოშიძე, (გელათის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი), „წმიდა მირიან მეფის სამოთხე“
ნანა ბურჭულაძე, (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), „სვეტიცხოვლის მრავალთა წმიდათა სანაწილე ხატი საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან“
გულნაზი ბარათაშვილი, (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), „ნაქარგობის ნიმუშები სვეტიცხოვლიდან“
ნელი ჩაკვეტაძე, (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), „ეკლესიის დაფუძნების სცენა ცხოველმყოფელი სვეტის მოხატულობაში“

10.10.2017 10:00 სთ.
სხდომის თავმჯდომარე ეკატერინე გედევანიშვილი

მანანა კაჭახიძე, ნინო გოგუაძე, ნინო კაჭახიძე-მერფი, მამუკა ჯახუტაშვილი,(საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი),
„სვეტიცხოვლის ტაძრისა და ეზოს კვლევა ძიების გეოფიზიკური მეთოდებით“
ეკატერინე გედევანიშვილი, (გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრი),
„მცველნი სვეტიცხოვლისანი“ (გედევანიანთ გვარის ისტორიისათვის).
სამსონ ლეჟავა, (გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრი),
„ნიკოლოზ გულაბერისძის სვეტიცხოვლის საკითხავი და ქართული დარბაზი“
ქეთევან აბაშიძე,(გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრი), „წმიდა დედაქალაქი მცხეთა-მეორე იერუსალიმი“
ნანა ჩარკვიანი, (თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია), „ნათლის მეტყველებისათვის ნიკოლოზ გულაბერისძის სვეტიცხოვლის საკითხავის მიხედვით“

10.10.2017 13:00 სთ.
სხდომის თავმჯდომარე ნინო ღამბაშიძე

ნინო ჩიხლაძე, (საქართველოს ეროვნული მუზეუმი; საქართველოს უნივერსიტეტი), „სვეტიცხოვლის მთავარი ხატი – „ძველი დღეთა“-„ახალი აღთქმის სამება“
ზაზა სხირტლაძე, (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), „ადრეული მოხატულობის ფრაგმენტი სვეტიცხოველში“
მაკა-მარიამ ჩხაიძე, (თბილისი სასულიერო აკადემია და სემინარია), „დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე, ნინო“
ნინო ღამბაშიძე, (ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი), „კვართი და სვეტიცხოველი ქართველთა რელიგიურ თვითშეგნებაში“
ასმათ ოქროპირიძე, (გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული ცენტრი), „სვეტიცხოველი-სიცოცხლის ხე“

ასე რომ, ყველას გიწვევთ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ასი წლის და უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის აღსაყდრებიდან ორმოცი წლის იუბილეს ეძღვნება.

მისამართი: ფურცელაძის ქ,3
9-10 ოქტომბერი, 10:00 სთ.

October 8, 2017

0 Responses on სამეცნიერო კონფერენცია"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>