საჯარო ლექციები

უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დამკვიდრდა საჯარო ლექციების კითხვის ტრადიცია. მოხსენებებით გამოდიან როგორც ჩვენი სასწავლებლის პედაგოგები, ისე – მოწვეული სტუმრები.
ახალი, 2017-2018 სასწავლო წლის საჯარო ლექციების ციკლი 22 სექტემბერს გაიხსნა, მსმენელთა წინაშე წარდგა საპატიო სტუმარი, პროფესორი ქრისტინ შაიო მოხსენებით:”აღმოსავლური ეკლესიები გუშინ და დღეს.”

ქალბატონი ქრისტინ შაიო შვეიცარიის მკვიდრი გახლავთ, დამთავრებული აქვს ჟენევის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ისტორიის ფაკულტეტები. არის აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიების ისტორიის სპეციალისტი.
ქალბატონი ქრისტინი, ამასთანავე, მართლმადიდებელია, და მიზნადა აქვს დასახული მართლმადიდებლობის ისტორიის საფუძვლიანი შესწავლა.

მისი პირველი წიგნი 1995 წელს გამოიცა.დღეს იგი მიიჩნევა აღმოსავლეთის ქრისტიანობის ისტორიის ცნობილ და ანგარიშგასაწევ სპეციალისტად. თავის შრომებს იგი აქვეყნებს ინგლისურსა და ფრანგულ ენებზე. მისი წიგნები თარგმნილია მრავალ ენაზე: გერმანულად, რუსულად, იტალიურად, ბულგარულად, არაბულად… იგი სისტემატიურად კითხულობს ლექციებს საფრანგეთსა და შვეიცარიაში, აგრეთვე – მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში.

ქალბატონ ქრისტინ შაიოს ლექცია საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, და მსმენელთა დიდი ინტერესი დაიმსახურა. იყო შეკითხვებიც. ლექცია ინგლისურ ენაზე იქნა წაკითხული, თარჯიმნობა ქალბატონმა მაია ახვლედიანმა გასწია.

28 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიაში ამ წლის მეორე საჯარო ლექცია იქნა წაკითხული:”ორმაგი მონასტრების აკრძალვის შესახებ.”მომხსენებელი იყო დიაკონი გურამ ხუციშვილი. ეს თემაც უაღრესად საინტერესოა ეკლესიის ისტორიის შესასწავლად, და ამასთან, გადმოგვცემს მამათა სწავლებას მონასტრული ცხოვრების გამართულად მოწყობის შესახებ.

September 29, 2017

0 Responses on საჯარო ლექციები"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>