ღმრთისმშობლის შობა

დღეს მთელი მართლმადიდებელი ეკლესია ღმრთისმშობლის შობას ზეიმობს.თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს,დედა ღმრთისმშობლის კალთამ დაიფაროს თითოეული თქვენგანი, დაიფაროს მთელი საქართველო.

გთავაზობთ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მიმართვას ამ დღესთან დაკავშირებით.
“სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითრებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია.

ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვრტილნო საყვარელნო ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთის ზიანის მომტანმა ქმედებებმა. დრო გავა და, იმედი გვაქვს, ისინიც შეინანებენ თავის საქციელს. თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ.

დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში, პრობლემების უმრავლესობაც აქედან მოდის. მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად.

თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს, ყოვლადწმინდა მარიამის მფარველობა არ მოგაკლდეთ მისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს!”

“მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღმრთისმშობელო! რათა რომელნი-ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან. რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტეანეთასა.”

“სიყვარულით, თქვენთვის მლოცველი ილია მეორე.”

September 21, 2017

0 Responses on ღმრთისმშობლის შობა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>